პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს: გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისთვის ბრძოლაში, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვება იქნება

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს და თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიძლიერეს და გამძლეობას უსურვებს.

ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ! გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ამ დაუღალავ ბრძოლაში! თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვება იქნება! დიდება უკრაინას!“, – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ სალომე ზურაბიშვილი.