უცხოეთი
„შპიგელი“ - ევროპელი მოკავშირეები უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 80 ერთეული ტანკის ერთდროულად გადაცემის საკითხს განიხილავენ

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. ევროპელი მოკავშირეები უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 80 ერთეული ტანკის ერთდროულად გადაცემის საკითხს განიხილავენ.

„შპიგელის“ ინფორმაციით, საერთო ჯამში, იგეგმება ორი სატანკო ბატალიონის შექმნა, თითოეულში 40 ტანკით.

„უკრაინისთვის ტანკების გადაცემას გეგმავენ ესპანეთი, პორტუგალია, ფინეთი, ნიდერლანდები. მეორე სატანკო ბატალიონის ფორმირებისთვის უკრაინაში „ლეოპარდ 2“-ები გაიგზავნება პოლონეთიდან და ნორვეგიიდან.

მანამდე არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამშტეინის ფორმატის ბოლო შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე 12 ქვეყანა დათანხმდა იმ პირობით, რომ გერმანია თანახმა იქნებოდა.

„შპიგელის“ ცნობით, 25 იანვარს, საღამოს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი გეგმავენ ერთობლივ სატელეფონო საუბარს შემდგომი ნაბიჯების კოორდინაციისთვის.

1tv.ge