პოლიტიკა
მეუფე იაკობი: ევროპარლამენტში ჩაბუდებული ჩემთვის კარგად ნაცნობი რამდენიმე დეპუტატი რას უკეთებს საქართველოს? - ისინი საქართველოს მომავალს უკეთებენ ოკუპაციას

 საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. ევროპარლამენტში ჩაბუდებული ჩემთვის კარგად ნაცნობი რამდენიმე დეპუტატი რას უკეთებს საქართველოს? რუსმა თუ 20%-ის ოკუპაცია გამიკეთა, მაგენი {ისინი} საქართველოს მომავალს უკეთებენ ოკუპაციას, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, მას ეეჭვება, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ მსოფლიო უკეთესი გახდება.

ჩვენ არ ვიძახით დიდება კონკრეტულ პიროვნებას, დიდება იმას, დიდება ამას, ჩვენ ვიძახით "დიდება ღმერთს".

დამთავრდება უკრაინაში ეს უსამართლო ომი, მსოფლიო ომი... დამთავრდება და მსოფლიო უკეთესი გახდება?! მე მეეჭვება... რატომ მეეჭვება? ევროპარლამენტში ჩაბუდებული ჩემთვის კარგად ნაცნობი რამდენიმე დეპუტატი რას უკეთებს საქართველოს? რუსმა თუ 20%-ის ოკუპაცია გამიკეთა, მაგენი{ისინი} საქართველოს მომავალს უკეთებენ ოკუპაციას. არ უნდათ რომ მსოფლიო თანამეგობრობაში ვიყოთ. ვისზე ნაკლები ვართ?! თუნდაც უკრაინელებზე? ბალტიისპირელებზე? ვისზე ნაკლები ვართ თუნდაც ისტორიით და კაცობით. ზედმეტად რას ერევიან ჩემი ქვეყნის საქმეში?! კარგად იცოდნენ, ისინი ქართველ ხალხს აბრაზებენ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.