უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი - საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემა, პრინციპში, ვერაფერს შეცვლის, ეს მხოლოდ უკრაინელი ხალხის ტანჯვას გაახანგრძლივებს

 საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემა, პრინციპში, ვერაფერს შეცვლის, ამას სპეცოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესის შეფერხება არ შეუძლია, ეს მხოლოდ უკრაინელი ხალხის ტანჯვას გაახანგრძლივებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რთულია, მნიშვნელობა მიანიჭო მხოლოდ საფრანგეთის გადაწყვეტილებაზე საუბარს. ვიცით, რომ კოლექტიურმა ევროპამ, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე შეიტანეს ათასობით მილიარდი დოლარი უკრაინაში იარაღის მიწოდებით“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დიმიტრი პესკოვი ამ განცხადებით საფრანგეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას ჯავშანმანქანებს მიაწვდის.

1tv.ge