აქტუალური
ხატია დეკანოიძე: მაიკლ მაკფოლის განცხადება, რომ ბაიდენმა და მსოფლიო ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდონ, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ დღეს გამოქვეყნდა მაიკლ მაკფოლის უმნიშვნელოვანესი სტატია, სადაც იგი მოუწოდებს მსოფლიოს, არ დაუშვან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობაში სიკვდილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ ყურადღება, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, იზრდება.

გუშინ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, დღეს კივაშინგტო პოსტშიგამოქვეყნდა მაიკლ მაკფოლის უმნიშვნელოვანესი სტატია. მაიკლ მაკფოლი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკთან ერთად, არის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელი. როგორც საზოგადოებას ახსოვს, ჩვენ მასთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ამიტომ მისი გამოხმაურება არის უმნიშვნელოვანესი, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, სტატიაში გასაგებად და ნათლად არის აღწერილი ანატომია, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების ობიექტი მიხეილ სააკაშვილი არის, პრაქტიკულად, პუტინის პატიმარი.

მაკფოლი მოუწოდებს მსოფლიოს, არ დაუშვან, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს. ის საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც ხელისუფლებაში მოვიდა 2012 წელს, პუტინისპროქსებსუწოდებს. მაკფოლი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დიდი რაოდენობით ფინანსური კაპიტალი დააგროვა არა საქართველოში, არამედ რუსეთში და სწორედ ამ პარტიის მმართველობაში ყოფნისას მოხდა პარტიების შევიწროება, სამოქალაქო სექტორის დევნა, – აღნიშნა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, მაკფოლი ხაზს უსვამს, რომ სააკაშვილის სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და დარტყმა ქართულ დემოკრატიაზე.

მაკფოლის განცხადება, რომ ბაიდენმა და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი გააკეთონ, რათა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდონ, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, ეს სტატია, ასევე ბევრი სხვა მიმართულებით მუშაობა, ნამდვილად შესძენს დამატებით ეფექტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყურადღებას. ეს აუცილებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მიმართულებით, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის დასჯა სურდა პუტინს და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მის განადგურებას საერთაშორისო საზოგადოება წინ აღუდეგს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან კიდევ გაიზარდება მოწოდება საქართველოს პრეზიდენტისადმი, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება, – განაცხადა დეკანოიძემ.

ამერიკულ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტში“ რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენელისა და რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ერთ-ერთი ავტორის, მაიკლ მაკფოლის საავტორო სტატია გამოქვეყნდა.