აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი: 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 8000 დოლარს მიუახლოვდება

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. ჩვენ გვიხარია ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე წელსაც გვექნება 10%-ანი ეკონომიკური ზრდა, შარშან გვქონდა 10. 5 მეათედი ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს შედარებისთვის შეადგენდა დაახლოებით 4 200 დოლარს, 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 8000 დოლარს მიუახლოვდება

რაც შეეხება ეკონომიკას და მინდა რამდენიმე კონკრეტული შედეგები მოგახსენოთ, პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენ გვიხარია ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე წელსაც გვექნება 10%-ანი ეკონომიკური ზრდა, შარშან გვქონდა 10. 5 მეათედი ეკონომიკური ზრდა.

მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს შედარებისთვის შეადგენდა დაახლოებით 4 200 დოლარს, 2021 წელს გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი, წელს უკვე მოსალოდნელია რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 6 700 დოლარი დაახლოებით და ჩვენი პროგნოზებით, 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 8000 დოლარს მიუახლოვდება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს იყო დაახლოებით 50 მილიარდი ლარი, 2023 წელს იქნება 80 მილიარდი ლარი - ანუ სამ წელიწადში 30 მილიარდიანი ზრდა გვაქვს, რაც დამეთანხმებით რომ არის საკმაოდ სერიოზული პროგრესი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს ტემპი არ უნდა შეჩერდეს, პირიქით უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი პასუხისმგებლობით მეტი ტემპით უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და რეფორმები.

საგარეო ვალი, ინფორმაციისთვის, 2020 წელს გაიზარდა 60%-მდე, მშპ-სთან მიმართებაში, 2022 წელს - წელს ვალის 39%-მდე ჩამოსვლა შევძელით, ხოლო მომავალ წელს იქნება 38%-ი, 22%-ზე მეტი კლება გვაქვს ვალის სულ რაღაც 2 წელიწადში.

პანდემიის დროს გახსოვთ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი იყო ძალიან მაღალი, 9,3 მეათედი პროცენტი იყო დეფიციტი, შარშან როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად მაშინ   ჩამოვწიეთ 6, 1 პროცენტამდე, შემდეგ - წელს უკვე 3%-მდე მოვახერხეთ დეფიციტის შემცირება და გაისად უკვე 2,8%-იქნება ბიუჯეტის დეფიციტი,   რაც ასევე მნიშვნელოვანი პროგრესია. მე მინდა ყველას მადლობა გადავუხადო.

ახლა რაც შეეხება ექსპორტის მონაცემებს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო ორ წელში საგრძნობლად გავზარდეთ ექსპორტი, 32%-ით არის გაზრდილი იანვარ-ნოემბერში ექსპორტი და შეადგინა 5 მილიარდ დოლარზე მეტი, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 21%-ით არის გაზრდილი და 3 მილიარდ 400 მილიონ დოლარს გაუტოლდა, იანვარ-ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 17 მილიარდი დოლარით განისაზღვრა, რაც ჩვენ თუ შევადარებთ წინა წლის მონაცემებს არის 32 %-ანი მატება. აქვე მინდა აღვნიშნო, 10 თვის სავაჭრო მონაცემების მიხედვით, ეს მონაცემები, შარშანდელ მთელი წლის მაჩვენებელზე მეტია.

ტურიზმი ძალიან სწრაფი ტემპებით აღდგა, შეიძლება ითქვას, რომ სრულად აღდგა. ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი რეზერვი, გაისად რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 3,2 მეათედ მილიარდ დოლარს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სატრანსპორტო გადაზიდვები -საავტომობილო, რკინიგზა, რეკორდულია წელს - 25 მილიონი ტონა იქნა გადაზიდული, რაც თითქმის 20%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ასევე პოზიტიური წელი იყო ძვირფასო მეგობრები წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით, თვალსაზრისით, 100%-ით არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და შეადგინა თითქმის მილიარდ შვიდასი მილიონი დოლარი ბოლო ათ თვეში, ჩვენ თუ ამ მაჩვენებელს შევადარებთ 2021 წელს, როგორც გითხარით 100%-ით არის მატება. 2019 წელთან შედარებით ეს არის 72%-ანი მატება, აქედან მინდა აღვნიშნო რომ ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 47%-ია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.