პოლიტიკა
ერიკ ფურნიე: „სამსახურის დაკარგვის შიშით ქართველი ჟურნალისტები თვითცენზურას მიმართავენ“

erik_furnieსაფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე ქართულ მედიაში არსებულ პრობლემებზე ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. დიპლომატის განცხადებით, „ქართული მედიის სუსტი მხარეები უამრავ ანგარიშშია აღწერილი“.

ქართული მედიის დღევანდელ მდგომარეობას ერიკ ფურნიე ასე აფასებს: „არხები, რომლებზეც ვერავინ გეტყვით, ვის ეკუთვნის; მთავარი რედაქტორები, რომლებიც თემებს თვითნებურად ირჩევენ; ჟურნალისტები, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შიშით თვითცენზურას მიმართავენ; პროფკავშირის არარსებობა საავტორო უფლებების დასაცავად; კვალიფიკაციის ნაკლებობა, რაც უმრავლესობას საშუალებას აძლევს, შეუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელოს; დაპირისპირებული დებატების არარსებობა... მოკლედ, არასრულყოფილი ინფორმაცია, რომელიც პროვინციებში ხშირად ხელმისაწვდომი არ არის“.