აქტუალური
ემანუელ მაკრონი: უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინასა და რუსეთთან ერთად, უნდა გავრცელდეს საქართველოზე, აზერბაიჯანზე, მოლდოვასა და სომხეთზეც

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინასა და რუსეთთან ერთად, უნდა გავრცელდეს საქართველოზე, აზერბაიჯანზე, მოლდოვასა და სომხეთზეც.

ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა „უოლ სთრით ჯოურნალთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„როდესაც მე ვსაუბრობ გარანტიებზე, ვსაუბრობ ყველა ამ ქვეყანაზე, ჩვენზე და ასევე რუსეთზე“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, ევროპის უსაფრთხოების ახალმა არქიტექტურამ უნდა უზრუნველყოს ამ რეგიონისა და მთელი ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება.