პუბლიკაციები
ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარის, რიტა ხიდირბეგიშვილის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება, რომელიც დედაქალაქის საკრებულოში არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს თავჯომრის რიტა ხიდირბეგიშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა, თბილისის მერმა კახი კალაძემ გახსნა.

ქალაქის საკრებულოს ისტორიულ შენობაში, თამარ მეფის სახელობის დარბაზში, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების კუთხეები იყო მოწყობილი, სადაც თითოეული ეთნოსისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ისტორიულ-მატერიალური კულტურის ნიმუშები იყო წარმოდგენილი. თბილისის საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრები კულტურათაშორისი ურთიერთობების გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის სიგელებით დააჯილდოვეს.

საზეიმო ღონისძიებას, რომელიც საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილს მიყავდა, საქართველოს მთავრობის, აზერბაიჯანისა და საქართველოში წარმოდგენილი სხვა დიპლომატიური კორპუსების ელჩები, თბილისის საკრებულოს, მერიის, ასევე საქართველოში მცხოვრები დიასპორების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

   
   
   
   
   
   
     
     
     

 

საქინფორმი