აქტუალური
წელს შემოსულთაგან საქართველოში რუსეთის 112 733 მოქალაქე რჩება — შსს

 საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოში შემოვიდა და რჩება რუსეთის 112 733 მოქალაქე.

ეს საქართველოს მოსახლეობის 3,05%-ია.

რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შემოვდნენ და 3 ოქტომბრის მდგომარეობით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს დეპუტატ ლევან ქარუმიძის კითხვის პასუხად მიაწოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქვეყანაში შემოსულთაგან საქართველოში რუსეთის 4-ჯერ მეტი მოქალაქე რჩება, ვიდრე — უკრაინის.