სამართალი
ხოდორკოვსკის ფონდის თბილისის ფილიალმა რამდენიმე ასეული რუსი დეზერტირი რუსეთის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოიყვანა (ვიდეო)

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. ხოდორკოვსკის ამერიკულმა ფონდმა “Free Russia Foundation, რომლის ფილიალსაც საქართველოში ხელმძღვანელობს ეგორ კუროპტევი („საგარეო საქმეთა კოტრიკაძის“ ყოფილი ქმარი), თბილისის ცენტრში - რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან "ვლადიმერ პუტინის რეჟიმისა და უკრაინაში ომის” წინააღმდეგ აქცია გამართა (ვიდეო იხ. აქ).

ჩვენ, რუსეთის მოქალაქეები, ვეწინააღმდეგებით ომს და ვაგრძელებთ ბრძოლას პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ნგრევა მოუტანა უკრაინას, საქართველოს, ატერორებს სხვა ქვეყნებსა და საკუთარ მოქალაქეებს. ბევრი ჩვენგანი საქართველოში პოლიტიკურ დევნან მკვლელთა არმიის ნაწილად გადაქცევას გამოექცა“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული დეზერტირები, რომლებმაც თავი აარიდეს სამშობლოს დაცვის მოქალაქეობრივ ვალს. ღონისძიების ფარგლებში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა.