აქტუალური
რუმინეთი 1.4 მილიონ დოლარს გაიღებს ნატო-ს ფონდისთვის, რომელიც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერას ისახავს მიზნად

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. რუმინეთი 1.4 მილიონ დოლარს გაიღებს ნატო-ს ფონდისთვის, რომელიც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ ნატო-ს გენერალურ მდივანსა და აღნიშნული ქვეყნების მეთაურებს ამ გადაწყვეტილების შესახებ წერილობითაც აცნობა.

აღნიშნული თანხიდან 300 ათასი დოლარი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის გამოიყოფა.