სამართალი
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ინტერესია, ევროსაბჭოს ყველა დოკუმენტში მაქსიმალურად იყოს ასახული ქვეყნის ეროვნული ინტერესები

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩვენი ინტერესია, რომ ევროსაბჭოს ყველა დოკუმენტში მაქსიმალურად იყოს ასახული ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სესიაში მონაწილეობის გარდა, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პარტნიორებთან სხვადასხვა ქვეყნიდან.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფორმატები, რომ პარტნიორებთან ურთიერთობები გავაღრმაოთ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და ამისთვის ეს ფორმატი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული. ჩვენი ინტერესია, რომ ევროსაბჭოს ყველა დოკუმენტში მაქსიმალურად იყოს ასახული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებს, იქ არსებულ მდგომარეობას. ვითარება ბუნებრივია, გართულებულია რეგიონში და ამ დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად იყოს წინ წამოწეული ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.