სამართალი
მიხეილ სააკაშვილი ლუკაშენკოს: თუ აფხაზეთს აღიარებ და მითუმეტეს, თუ შენი ტერიტორიიდან უკრაინაში შეჭრის ახალი მცდელობა განხორციელდება - როგორც ჭკვიან კაცს, უნდა გესმოდეს, რომ ეს დასასრულია

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. შენ ჯერ კიდევ გაქვს სიტუაციიდან გამოძრომის შანსი, - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელიც ახლახან ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.

“ახლა შენ ჯერ კიდევ გაქვს სიტუაციიდან გამოძრომის შანსი. შენ თუ აფხაზეთს აღიარებ და, მითუმეტეს, თუ შენი ტერიტორიიდან უკრაინაში შეჭრის ახალი მცდელობა განხორციელდება - შენ, როგორც ჭკვიან კაცს, უნდა გესმოდეს, რომ ეს დასასრულია! ვნახე ნიკოლაის ფოტოები, ის ძალიან სიმპათიურია. იფიქრე იმაზე, რომ მას ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება!”, - წერს სააკაშვილი პირად “ფეისბუქ” გვერდზე.