სამართალი
ინალ არძინბა: აფხაზეთში არ არის გამოცხადებული მობილიზაცია, თუმცა უკრაინაში მოხალისედ წამსვლელთა რიცხვი მუდმივად იზრდება

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას განცხადებით, აფხაზეთში არ არის გამოცხადებული მობილიზაცია, თუმცა მუდმივად იზრდება მოხალისეთა რიცხვი, რომლებიც უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციაში“ მონაწილეობის მისაღებად მიდიან.

ამის შესახებ არძინბამ რუსულ სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტთან“ საუბარში განაცხადა.

„მობილიზაცია ჩვენთან არ არის. მინდა, ყურადღება გავამახვილო, რომ აფხაზმა მოხალისეებმა ჯერ კიდევ 2014 წლიდან აიღეს ხელში იარაღი, იცავენ დონბასის თავისუფლებას და მათი რაოდენობა იზრდება. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი“, – აღნიშნა არძინბამ.