აქტუალური
TASS: რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, სამ დღეში, რუსეთის დატოვების მსურველთაგან 2 ათასამდე მსუბუქი ავტომობილი დაგროვდა

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის დატოვების მსურველთაგან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 2 ათასამდე მსუბუქი ავტომობილი დაგროვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის 2000-მდე ერთეული მსუბუქი ავტომობილის მნიშვნელოვანი შეჯგუფება, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალაბიაში შემოვიდნენ და ელიან საკუთარ რიგს ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით გასასვლელად.

რუსეთის ფედერაციიდან გასვლის მსურველთა რიცხვი ბოლო 3 დღეში გაიზარდა. 20 სექტემბრის 06:00-სთვის მსუბუქი მანქანების რიგი გამშვებ პუნქტთან არ იყო. რაოდენობის მატება 21 სექტემბრიდან დაიწყო“, – წერს TASS-ი წყაროზე დაყრდნობით.