სამართალი
ვახტანგ გომელაური: ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურის შექმნის დღის ღონისძიებას ამერიკის, ბრიტანეთისა და სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბრალდებებს, თითქოს სხვადასხვა დროს ბელორუსსა და აზერბაიჯანში „ფეესბეს“ წარმომადგენლებს პირისპირ შეხვდა, კატეგორიულად უარყოფს.

იყო 100 წლისთავი, იუბილე და იყო ყველა, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული პირველი ან მეორე პირები, რომლებიც ულოცავდნენ ბელორუსიის უსაფრთხოების სამსახურს შექმნის დღეს. ასევე იყო აზერბაიჯანშიც, სადაც ჩავედით ჩვენ“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრმა განმარტა, რომ აღნიშნულ ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხელმძღვანელობა ჩამოსული იყო, მიულოცეს ბელარუსის ხელმძღვანელობას. ასევე იყო აზერბაიჯანშიც, მიულოცეს. იქ იყვნენ ამერიკის წარმომადგენლებიც, ბრიტანეთის წარმომადგენლებიც, იყვნენ რუსეთიდანაც“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

რაც შეეხება გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვახტანგ გომელაური მცხეთის რაიონში ფლობს რესტორანს და რუსეთის წარმომადგენლებს მასპინძლობდა მინისტრმა უპასუხა, რომ არც რესტორანს ფლობს და არც შეხვედრა ჰქონია.