აქტუალური
სვენ მიქსერი: ყველა ქართველი პოლიტიკოსი თუ აღიარებს, რომ ევროპასთან დაახლოების ეროვნული პრიორიტეტი უპირველესია, ინდივიდუალური პარტიების ვიწრო ინტერესები მეორეხარისხოვანია

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ქართველმა პოლიტიკოსებმა გვერდით უნდა გადადონ განსხვავებები, პოლიტიკური მიზნები და იმუშაონ იმისთვის, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის ინტერესი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.

ევროპარლამენტარის განცხადებით, ყველა აქტორი თუ აღიარებს, რომ ევროპასთან დაახლოების ეროვნული პრიორიტეტი უპირველესია, ინდივიდუალური პარტიების ვიწრო ინტერესები მეორეხარისხოვანია.

მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკური აქტორი, სამოქალაქო საზოგადოება პროცესში იყოს ჩართული. ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მნიშვნელოვანია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქართველმა პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა ლიდერებმა გააგრძელონ ეს პროცესი, რადგან ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. ქართველმა პოლიტიკოსებმა გვერდით უნდა გადადონ განსხვავებები, პოლიტიკური მიზნები და იმუშაონ იმისთვის, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის ინტერესი. საკმაოდ ხშირად შიდა პოლიტიკური დისკუსია და მოკლევადიანი მიზნები ფარავს დღის წესრიგში უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო მიზნებს. ახლა ლიდერებზეა დამოკიდებული, როგორ მოახერხებენ, რომ შეძლონ ნდობის შენება, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული მოთამაშეები ერთად მუშაობას შეძლებენ. თუ ყველა აღიარებს, რომ ევროპასთან დაახლოების ეროვნული პრიორიტეტი უპირველესია, ინდივიდუალური პარტიების ვიწრო ინტერესები, იქნება ეს მმართველი პარტია თუ ოპოზიცია, მეორეხარისხოვანია, საკითხები წინ წაიწევს. ესაა ჩემი მთავარი რეკომენდაცია“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.