პუბლიკაციები
აზერბაიჯანმა განაახლა შეტევა უკრაინის იერიშის თანადროულად - საქინფორმის მთავარი რედაქტორის პროგნოზი გამართლდა

     მას შემდეგ, რაც საქართველო ვერ აიძულეს ეომა რუსეთთან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, ანგლოსაქსები გეგმავენ ახალი ომის პროვოცირებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში, სადაც მხარეებს რუსი სამშვიდობოები მიჯნავენ. გარდა ამისა, გიუმრიში უწინდებურად დისლოცირებულია რუსული სამხედრო ბაზა. მარტო უკრაინა, როგორც ჩანს, არ კმარა - აშშ- და დიდ ბრიტანეთს სჭირდება რუსეთთან ომები სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში - ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, სადაც მეტ-ნაკლებად ამის წინაპირობები არსებობს. „ცერეუს“ (CIA) დირექტორის, ბერნსის თბილი დახვედრა, რომელიც ერევანში ანონსის გარეშე და რამდენიმე საათით ჩაფრინდა, ერთ რამეზე მოწმობს - აშშ-ის საელჩოს სომხეთში, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში, „ფარდას ხდიანდა აქცენტი ურჩი საქართველოდან ერევანზე გადადის, - საქინფორმის მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის 2022 წლის 17 ივლისის პუბლიკაციიდან - „უკრაინა არ კმარა - ვაშინგტონს სამხრეთ კავკასიაში რუსეთთან ომი სჭირდება“.

   „ვაშინგტონთან შეთანხმებული (თუ არა მისი ინიციატივით) ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი ბაქოშიცერეუს“ (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის ერევანში ვიზიტიდან ორი დღის შემდეგ, ადასტურებს ჩემს გუშინდელ პროგნოზს - ანუ იმედგაცრუებული საქართველოსგან, რომელმაც უარი თქვა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსი მესაზღვრეების ბაზაზე თავდასხმაზე, ორპირ დასავლეთს ყურადღების აქცენტი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გადააქვს. თუმცა საქართველოზედაფუფქულებმა“, რომელზეც ხისტმა წნეხმა მკვეთრად საპირისპირო შეუქცევადი შედეგი გამოიღო (ანტიპათია გამოიწვია ქართველ ხალხში ყველაფერ დასავლურთან მიმართებაში), სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ გამოიყენესთაფლაკვერისპოლიტიკა, რომლებსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი მაიდანზე უკრაინელებს ურიგებდა და თან რუსების მოსაკლავად აგზავნიდა. ანუ, ზამთრის მოლოდინში მოცახცახე ევროკავშირი აზერბაიჯანს ევროპაში, რუსეთის გვერდის ავლით, ნახშირწყალბადების ორჯერ გაზრდილი მიწოდებით მიღებულიფანტასტიკური შემოსავლითაცდუნებს და აზერბაიჯანული მილსადენების გაფართოებასაც კი საკუთარ თავზე იღებს; ხოლო სომხეთს შეერთებულმა შტატებმა, სომხური დიასპორისსაპატივსაცემოდ“, სტატუს-კვოს შეცვლას დაჰპირდნენ, რომელიც ყარაბაღის ზავის შემდეგ სომხეთის სასარგებლოდ როდი დადგინდა, თითქოსდა რუსეთის ღალატის წყალობით, რომელმაც არ შეასრულა თავისი ვალდებულებებიოდეკაბეს“ (ОДКБ) ფარგლებში... მთიან ყარაბაღში მოხდება ახალი კონფლიქტის პროვოცირება, რომელშიც რუსეთი იქნება ჩათრეული, და იძულებული გახდება, უკვე ორ ფრონტზე იბრძოლოს (კონფლიქტის მხარეების გამყოფი რუსი მშვიდობისმყოფლები უმალ ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდებიან) - საქინფორმის მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის 2022 წლის 19 ივლისის პუბლიკაციიდან - „რატომ ეწვია ევროკომისიის პრეზიდენტი ბაქოს „ცერეუს“ დირექტორის ერევანში ვიზიტის კვალდაკვალ“.

„10 დღის შემდეგ - 2022 წლის 30 ივლისს - ცეცხლი გახსნეს ქელბაჯარის რაიონში (ქელბაჯარის რაიონი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა 2020 წლის შემოდგომის ომის შემდეგ. მანამდე ეს ტერიტორია ეკუთვნოდა მთიანი ყარაბაღის შაუმიანისა და მართაკერტის რაიონებს), რომელშიც სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო უწყებები ტრადიციულად ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. სამხედრო მოქმედებები 3 აგვისტოს ლაჩინის მიმართულებით გაგრძელდა და ამჟამად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება კვლავ დაძაბულია. რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას: აშშ და ნატო რომ უშუალოდ ჩართულიყვნენ უკრაინის ომში და არა მარტო იარაღით დახმარებოდნენ, რუსეთს უკიდურესად გაუჭირდებოდა და იძულებული იქნებოდა გამოეყენებინა ბირთვული იარაღი. ახლა კი, რუსეთი გაიმარჯვებს, თუ სპეცოპერაცია დამუხრუჭდება, ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიოში ახალი დაძაბულობის კერები წარმოიქმნება, რათა რუსეთის ყურადღება უკრაინიდან გადაიტანონ. დასავლეთი შეეცდება, ან გაამყაროს საკუთარი წარმატება, ან მოახდინოს უკრაინაში წარუმატებლობის კომპენსირება. ის შეეცდება ამის გაკეთებას ყველგან, სადაც რაიმე წინაპირობები, ანუ ტერიტორიული პრეტენზიები მაინც არსებობს - სერბეთსა და კოსოვოში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ყაზახეთში თუ ტაივანში, არ აქვს მნიშვნელობა - საქინფორმის მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის 2022 წლის 5 აგვისტოს პუბლიკაციიდან - „არ გამოვიდა საქართველოში? ცდილობენ ყარაბაღში! ხიდირბეგიშვილის პროგნოზი გამართლდა - უკრაინაში გასამარჯვებლად დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში მეორე ანტირუსული ფრონტი სჭირდება“.

***

   დღეს, როცა აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები განაახლა, შეიძლება იმის კონსტატაცია, რომ საქინფორმის მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის პროგნოზი სრულად გამართლდა. ის, რომ ესაა ერთი დასავლური გეგმის ნაწილი, მიუთითებს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანმა დაიწყო შეტევა თითქმის სინქრონულად უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშთან - ორი დღის ლოდინის შემდეგ, რაკიღა დარწმუნდა, რომ უკრაინა განამტკიცებდა თავის წარმატებას. ბაქოს ინტერესები ამჯერად დაემთხვა რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფი დასავლეთის კოალიციის ინტერესებს. იმის გათვალისწინებით, რომ ორი წლის წინ, 2020 წლის სექტემბერში, რუსეთი არ შეწინააღმდეგებია აზერბაიჯანს - საშუალება მისცა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გამარჯვებით დაესრულებინა, ბაქომ ისარგებლა იმით, რომ დღეს რუსეთი დაკავებულია უკრაინასთან და დასავლეთ კოალიციასთან ომით, და, მაშასადამე - სომხეთის საქომაგოდ და მეორე ფრონტის გახსნის დაბალი ალბათობით. დიახ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა დაიწყოს ომი, ან უბრალოდ გააფუჭურთიერთობა აზერბაიჯანსა და თურქეთთან მისთვის ასეთ რთულ მომენტში. ბაქომ გადაწყვიტა ორი წლის წინ მიღწეული წარმატების განმტკიცება - ანუ ერევნის იძულება, ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის.

   ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და ომის წაგებისა და მთიანი ყარაბაღის დაკარგვის არსებული სტატუს კვოს დე იურე აღიარება პრემიერ-მინისტრ ფაშინიანისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია. ისევე, როგორც ოფიციალური თბილისისთვის, „ეშაფოტის“ ტოლფასია სოხუმსა და ცხინვალთან მათ წინააღმდეგ საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რაც მათი დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასია. სომხეთისთვის სამხედრო მხარდაჭერით რუსეთი კონფლიქტს მიიღებს თურქეთთან, რომელიც აზერბაიჯანის მხარეზეა. წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთი, სადაც ანტირუსული განწყობები სუფევს არა მხოლოდ ოპოზიციაში, საქართველოს მსგავსად; სომხეთს, რომელსაც ჰყავს ძლიერი დიასპორა საფრანგეთში, ავსტრალიაში და აშშ-ში, შეუძლია ევროატლანტიკურ კურსზე დადგეს, როგორც მეზობელი საქართველო.

საქინფორმი

2022 წლის 13 სექტემბერი
საქართვლო, თბილისი