საზოგადოება
ევროქართველების საყურადღებოდ: შვეიცარიაში სამწლიან პატიმრობას მიუსჯიან მას, ვის სახლშიც +19 გრადუსზე მეტია! - საქინფორმი

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. შვეიცარიის ხელისუფლებამ ქვეყნის მოსახლეობას ენერგიის ეკონომიის მოწოდებით მიმართა, რამეთუ ზამთარში ელექტროენერგიისა და გაზის დეფიციტია მოსალოდნელი. ინფორმაციას ამის შესახებ Daily mail ავრცელებს.

ადგილობრივებს მოსთხოვეს, რომ სახლებში გათბობას დაუწიონ, გამოიყენონ ნაკლები ცხელი წყალი, გამორთონ ყველა ელექტრონული მოწყობილობა რომელსაც არ იყენებენ და მაქსიმალურად ეკონომიურად მოიხმარონ განათება. საკვების მომზადების დროსაც გაზი უფრო ეკონომიურად გამოიყენონ.

უფრო მეტიც, ხელისუფლებამ დაადგინა, რომ სახლებში ტემპერატურა +19 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს და წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეებს სასჯელიც კი დაემუქრებათ.

როგორც ეკონომიკის მინისტრის წარმომადგენელმა დააზუსტა, ყველა ადამიანი ვინც ხელისუფლების დირექტივებს არ გაითვალისწინებს დაჯარიმდება და შესაძლოა 3 წლით ციხეშიც მოხვდეს.

შვეიცარიაში ენერგიის ეკონომიის მიზნით ინფრასტრუქტურული გამათბობლების ჩართვაც აიკრძალა, მაგალითად საუნები და აუზები ცივ მდგომარეობაში უნდა იყოს, შეიზღუდება ლიფტების გამოყენებაც.

ამ წესების დამრღვევებს შემთხვევითი შემოწმების მეთოდით აღმოაჩენენ.

   საქინფორმი: ასე ერთმანეთის მიყოლებით ქარწყლდება მითები ნანატრი ევროპის - ყველაზე ჭკვიანი, მდიდარი და ყველაზე დემოკრატიული - შესახებ! ევროპული კეთილდღეობისა და საიმედოობის ეტალონმა - შვეიცარიამ, რომელიც ტყუილად როდი ასოცირდებოდა ზუსტ შვეიცარიულ საათებსა და სანდო ბანკებთან, ჯერ ბიძინა ივანიშვილს მოპარა ნახევარი მილიარდი დოლარი, ახლა კი, უკრნაცისტების გამო, თვითბლოკადა გამოაცხადა და შვეიცარიელები სიცივისა და ანტისანიტარიისთვის გაწირა რუსული გაზისა და ცხელი წყლის გარეშე.