პუბლიკაციები
საქინფორმი: 2 მლრდ სამხედრო დახმარება აშშ-სგან: უკრაინას - 1 მლრდ., საქართველოს - 50 მლნ

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინისთვის და კიდევ 18 ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ ენტონი ბლინკენის განცხადებას ავრცელებს.

როგორც ბლინკენი აღნიშნავს, აშშ აცნობებს კონგრესს, რომ უკრაინისა და მისი 18 მეზობლის, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეებისა და რუსული აგრესიის პოტენციური საფრთხის წინაშე მყოფი აშშ-ის რეგიონული პარტნიორების უსაფრთხოების გასაძლიერებლად ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს 2 მილიარდი დოლარის გამოყოფას.

ამას გარდა, აშშ უკრაინას დამატებით 675 მილიონი დოლარის შეიარაღებასა და სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის, რის შესახებაც ენტონი ბლინკენმა პრეზიდენტ ზელენსკის აცნობა.

„უკრაინაში პრეზიდენტ პუტინის ინტერვენციის შემდეგ შვიდი თვე გავიდა, ამ საშინელი ომის მსხვერპლთა რიცხვი ზრდას განაგრძობს. ათასობით მოქალაქე მოკლული ან დაჭრილია, 13 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, სახლი მიეტოვებინა, ისტორიული ქალაქები ნანგრევებად იქცა, ვრცელდება საშინელი ცნობები მიმდინარე სისასტიკეებზე, ბირთვული ელექტროსადგური რისკის ქვეშ არის, სასურსათო დეფიციტი, მსოფლიოში სურსათის ფასის სწრაფად იზრდება. უკრაინის ფრონტის ხაზის შესანიშნავი დამცველები განაგრძობენ მამაცურად ბრძოლას თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის და პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინელ ხალხს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. მე დავუდასტურე ეს გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს დღეს კიევში, რომელიც რჩება და დარჩება სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქად“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ამასთან, მანამდე „ასოშიეტიდ პრესმა“ სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დახმარების მიმღებ 18 ქვეყანას შორის არის საქართველოც.

საქინფორმი: ასე რომ, ორი მილიარდი დოლარის ნახევარი უკრაინას გადაეცემა, მეორე მილიარდი - 18 ქვეყანას, რაც თითოეულზე 50 მილიონ დოლარს (ან ცოტა მეტს) შეადგენს. რა თქმა უნდა, ნაცისტების კიევის ხუნტას ვერც ერთი და ვერც ათასი მილიარდი გადაარჩენს, მით უმეტეს, რომ ამ გრანტ მოიპარავენ. ყველაზე საყურადღებოა 18 ქვეყნის სია, რომლებსაც აშშ პერიოდულად უჭერს მხარს ასეთი წყალობებით, რათა ხელთ ჰქონდეს ანტირუსული კოალიცია. საინტერესო ის არის, რომ სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა კიევში ნაღდი ფული კი არ ჩაიტანა - შეერთებული შტატები უკრაინას და 18 ქვეყანას მოამარაგებს, მათ შორის, საქართველოს, 2 მილიარდი დოლარის იარაღითა და არა დოლარებიანი კეისებით. ხოლო ამერიკული თავდაცვის კომპლექსში მომუშავე კომპანიები ახალ შეკვეთას, ანუ ფულს მიიღებენ. მოდი, ვიოცნებოთ - რას მიიღებს საქართველო 50 მილიონ დოლარად? რამდენიმე ასეული FGM-148 Javelin-ის კომპლექტს, თუ 15 ცალ M142 HIMARS“-ს?