საზოგადოება
კელი დეგნანი: საქართველოს ლიდერებისა და ყველა ქართველის ფოკუსი უნდა იყოს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ლიდერებისა და ყველა ქართველის ფოკუსი უნდა იყოს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ვადამდელი არჩევნების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა.

დეგნანის თქმით, 12 პუნქტის შესრულება არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ქვეყნისთვის.

ძალიან ნორმალური პროცესია, რომ არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ, როგორ უნდა შესრულდეს 12 რეკომენდაცია. ძალიან ძლიერი სიგნალი იქნებოდა ევროკავშირისთვის, თუ მოხდებოდა ინტეგრაცია სხვადასხვა მოსაზრების, რომლებიც იყო წამოწეული. კარგი სამუშაო შესრულდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პასუხი უნდა გასცეს საქართველომ ევროკავშირის რეკომენდაციებზე. ახლა ამოცანაა ამის გაერთიანება ინტეგრირებულ დოკუმენტში, რომელიც გამოხატავდა აქ, საქართველოში არსებულ აზრთა მრავალფეროვნებას. ევროკავშირის სურს ამ ერთიანი ხმის მოსმენა, როდესაც ბევრი ხმა ერთ ხმად არის შეკრული ამ 12 რეკომენდაციაზე საპასუხოდ. იმედი მაქვს, საქართველო მზად იქნება ამის წარდგენისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.