სამართალი
საზოგადოებრივი დამცველის ინფორმაციით, 26 მაისის შემდეგ დემონსტრანტების პოლიტიკური ნიშნით დაკავება მასობრივად გრძელდება

saxalxo_damcveliამის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის მიერ 2011 წლის 26 მაისსა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც დაკავებულთა უფლებების უხეშ და მასობრივ დარღვევაზეა საუბარი.

„მივიქცევთ საზოგადოების ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ დაკავებულების მიმართ ხორციელდება ფიზიკური, მორალური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც გამოიხატება დაკავებულთა ცემა-წამებაში, საკვებისა და წყლის გარეშე დატოვებაში, უსაფუძვლოდ კარცერის ტიპის საკანში მოთავსებაში, აღარაფერს ვიტყვით დამცველთან (ადვოკატებთან) შეხვედრების ხელოვნურად ხელისშეშლაში. ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს სახალხო დამცველს, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, შეისწავლონ დაპატიმრებული მოქალაქეების დაკავების საფუძვლიანობა, საპყრობილეებში არსებული პირობები და გაატარონ ქმედითი ღონისძიებები სამართლიანობის აღსადგენად“, – ნათქვამია განცხადებაში.