პოლიტიკა
როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, „გუშინ საპროტესტო აქციის დროს 4 ადამიანის დაკავება იმის დადასტურებაა, რომ ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების მორიგი ტალღა დაიწყო“.
გუშინ საპროტესტო აქციის დროს 4 პიროვნება – ლაშა ჩხარტიშვილი, მაია, ირინა და ირაკლი ბათიაშვილები – დააკავეს. განსაკუთრებით ამაზრზენი იყო სასამართლოდ წოდებულ შენობაში – გალიაში დედა-შვილი მაია და ირინა ბათიაშვილების, როგორც ნამდვილი ბანდიტების, გამომწყვდევა. როდესაც დაკავებულების მამამ და მეუღლემ სხდომაზე დასწრება მოითხოვა, მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს.
რაც შეეხება ლაშა ჩხარტიშვილს, რომელსაც 10-დღიანი პატიმრობა მიესაჯა, ის პრაქტიკულად რუსთაველის გამზირზე დგომის ბრალდებით იქნა დაკავებული, რაც, როგორც ჩანს, რეპრესიების ახალი ტალღის დაწყებას მოასწავებს, ამის მიზანი კი ქვეყანაში რეალური, არასატელიტი ოპოზიციური ძალების სრული ლიკვიდაციაა, – აცხადებს კუკავა, რომლის აზრითაც, – ტირანიის შესაჩერებლად მთელი ოპოზიციური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებაა აუცილებელი“.