უცხოეთი
უკრაინა იმ საზღვრებში, რომელიც ადრე იყო, აღარ არსებობს და აღარასოდეს იარსებებს - მარია ზახაროვა

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინა ძველ საზღვრებს ვეღარ დაუბრუნდება. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინა, რომელსაც მე და თქვენ ვიცნობდით, იმ საზღვრებში, რომელიც ადრე იყო, აღარ არსებობს და აღარასოდეს იარსებებს. ეს აშკარაა", - განაცხადა ზახაროვამ.

ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა“, ლეონიდ პასეჩნიკმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაწევრიანების საკითხზე „რეფერენდუმის“ ჩატარებას გეგმავენ. ამასთან, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის“, დენის პუშილინის მტკიცებით, რუსეთთან შეერთების საკითხი „ნომერ პირველი საკითხი გახდება“ მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკა“ აღადგენს „კონსტიტუციურ საზღვრებს.“

primetime.ge