პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ქუდს ვიხდი ივანიშვილის წინაშე, თუ ეს ყველაფერი, ასე ელეგანტურად, სადმე და რაიმეში გამოჩენის გარეშე, მან შეძლო!

   2022 წლის 23-24 ივნისს, ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე, საქართველოს არ მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელსაც მიიღებენ უკრაინა და, შესაძლოა, მოლდოვა. მიუხედავად ამ სტატუსის მთელი სიმბოლიზმისა, რომელიც არ იძლევა ევროკავშირის წევრობის გარანტიას კანდიდატი ქვეყნისთვის და არ აკისრებს არანაირ ვალდებულებებს ევროკავშირს (თურქეთმა მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ჯერ კიდევ 1999 წელს და გასული 23 წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრების შანსები არათუ არ გაზარდა, არამედ ნულამდე დაეცა), ეს ფაქტი ქართველი ხალხისთვის საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების დემონსტრირება იქნება.

   რასაკვირველია, დასავლეთი უკვე დღეს ამზადებს ქართველი ხალხისთვის "ოპიუმის" მორიგ ულუფას, რათა საქართველო "დაბმული" ჰყავდეს და არ დაუშვას მისი ინტეგრაცია ბუნებრივ გეოპოლიტიკურ პარტნიორებთან - სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან, თურქეთთან, ირანთან - კავკასიურ პლატფორმაში“ (3+3). გარდა იმისა, რომ საქართველოსთვის უარი იქნება წარმოდგენილი ტრადიციულად გარსმოვლითი ფორმით, როგორც ეს იყო ნატოს შემთხვევაში - მომავალში, მაგრამ არა ახლა“, განაგრძეთ დემოკრატიული რეფორმები სტანდარტების დასაკმაყოფილებლად“ და ა.შ., მზადდება „კომპენსაცია“ საქართველოსთვის ნატოს მხრიდან მისი მხარდაჭერის ბუნდოვანი დაპირებების სახით. ბრიუსელში ევროკავშირის სამიტიდან 5 დღის შემდეგ, ანუ 28-30 ივნისს, მადრიდში ნატოს სამიტი გაიმართება, რომელზეც საქართველო მოისმენს მორიგ შეკვეთილ „დამაიმედებელ სიგნალებს“ - „შუქურებს“, რომლებიც „გაუნათებენ ნატოსკენ მიმავალ შორ გზას“. ამას (საქართველოსთვის „ნატოს ქოლგას“) სთხოვდა ნორვეგიაში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ამას მოწმობს „ჩრდილში გადასული” სტოლტენბერგის ბუნდოვანი განცხადება, რომელიც თავის გენმდივნობის ბოლო დღეებს ნორვეგიის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის საპენსიო თანამდებობაზე გადასვლის მოლოდინში ითვლის.

   მაშ, ასე, საქართველომ, რომლის მთავარი მიზანი თავდაპირველად ნატო-ში გაწევრება იყო (საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, საერთაშორისო წვრთნების ჩატარება და თავის ტერიტორიაზე ცენტრების გახსნა, აღჭურვდა შეიარაღება), მას შემდეგ, რაც MAP-ზე არაერთხელ უარი მიიღო, მთავარი ძალისხმევა ევროკავშირგაწევრებაზე გადაიტანა, ახლა კი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის შემდეგ, კვლავ უბრუნდება ნატოსკენ სწრაფვის ძველ კურსს. როგორც ჩანს, საქართველოს ახალი ლობისტი ამ საკითხში გახდება ნორვეგია და ნორვეგიელი პოლიტიკოსი - ნატოს მიმავალი გენმდივანი სტოლტენბერგი.

   მაგრამ ნუთუ საქართველო კვლავაც დაიჯერებს მორიგ ცრუ აღთქმებს?! შესაძლოა, ადრე ეს „ნომერი“ გასვლოდათ კიდეც, მაგრამ უკრაინის მოვლენების შემდეგ ეს ნაკლებ სავარაუდოა. როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გვპირდება, თუ ევროკავშირის სამიტზე საქართველოს უარს ეტყვიან, ის გაასაჯაროებს ამის მიზეზის საიდუმლო მექანიზმებს (უვერტიურაქცა ევროპარლამენტის მიმდინარე წლის 9 ივნისის ანტიქართული რეოლუცია) და ეს „მხოლოდ ფაქტები იქნება“. დიდი ალბათობით, ეს იქნება სკანდალური ინფორმაცია ნაციონალურ მოძრაობასა“ და ევროპის სახალხო პარტიას“ (EPP), ასევე, გამორიცხული არაა, სააკაშვილის პარტიის სხვა დასავლელ ლობისტებთან კორუფციული გარიგების შესახებ - ევროპარლამენტარებთან, კონგრესმენებთან, დიპლომატებთან. საკითხავია, რამდენად შორს წავა დასავლეთთან ურთიერთობების გარკვევაში საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია ქართული ოცნება“, რომლის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მუდმივად ექვემდებარება აშკარა ცილისწამებასა და ოსტრაიზმს, ხოლო შვეიცარიული ბანკს „Credit Suisseარ სურს მისთვის მოპარული 600 მილიონი დოლარის დაბრუნება, რაც პრაქტიკულად ეკონომიკურ სანქციების ტოლფასია ქართველი მეცენატის წინააღმდეგ, რომელმაც საქართველოში 3 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებაში დახარჯა! უფრო სწორდ, მთელი საქართველოს წინააღმდეგ, რადგან ივანიშვილის ბანკი „CARTU“ საქართველოში მრავალ გრანდიოზულ პროექტს ახორციელებს, რომლებიც შეჩერდება!

   ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ ევროპარლამენტისა და სააკაშვილის რადიკალური ოპოზიციის ყველა განცხადება სიმართლეს შეესაბამება, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მართლაც ჩრდილოვანი ერთპიროვნული მმართველია და საქართველოში ყველაფერი მისი დაკვეთით ხდება. მაგრამ აშინ გამოდის, რომ ივანიშვილი თანამედროვეობის გამოჩენილი პოლიტიკოსი და უმაღლესი დონის პოლიტტექნოლოგია! ნახეთ - ივანიშვილმა მოახდინა თავისი მტრების, როგორც სამშობლოს მოღალატეებისა და კოლაბორაციონისტების ლუსტრირება, რომლებიც:

- მოუწოდებენ დასავლეთს, არ მიიღონ საქართველო ევროკავშირში და გამოუცხადონ მას სანქციები;

- საქართველოს მთავრობასა და საქართველოს გარე ძალების ხელით ებრძვიან იმის გამო, რომ საქართველომ არ დაიწყო რუსეთთან ომი უკრაინის დასახმარებლად (ა.წ. 26 თებერვალს მე, არნო ხიდირბეგიშვილი, ამას მეორე ფრონტი გახსნა დავარქვი და ჩემი ამ ფორმულირების გამო გარიტიკებული ვიქენი ნაცების მიერ, როგორც ეორე მსოფლიო ომის" კატეგორიებით მოაზროვნე);

- დასავლეთს საქართველოს ხელისუფლების შეცვლას სთხოვს, რადგან ის სრული მოცულობით არ შეუერთდა ანტირუსულ სანქციებს, რადგან დააკავა ექსპრეზიდენტი და მისი ტელეკომპანიის "ჯიბის" მენეჯერი და ა.შ.

ამ ყველაფრის შემდეგ დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეთ ოპოზიციის მიმართ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ისედაც სძულმოქალაქეების წამებით, მკვლელობებითა და ტერორით „განთქმული“ სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენები, რომლებმაც თითქოსდა სპეციალურად საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს გადასცეს?! აი ასე, ყოველგვარი ძალისხმევისა და ხარჯიანი პროპაგანდისტული კამპანიის გარეშე, გაანადგურა ივანიშვილმა თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტები - ქართული რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით!

   მხოლოდ გენიალურ პოლიტტექნოლოგს შეეძლო ქართველი ხალხისთვის ყველაზე საძულველი ვაი-პოლიტიკოსების - "რესპუბლიკელების", "ანტიდისკრიმინაციული კანონის" ავტორის უსუფაშვილისა და მისი მეუღლის ხიდაშელის, ძმები ბერძენიშვილების, ასევე ხოშტარიას, სამადაშვილის, ვაშაძის, დეკანოიძის, უგულავას, ბოკერიადა სხვებიპირით გაეხმოვანებინა გზავნილები სააკაშვილისა და მისი ტელეკომპანიის გეი-დირექტორის დასაცავად, რომლებიც მინიმალურ სასჯელს იხდიან მათ მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულთა მცირე ნაწილისთვის! ესენი სწორედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი მომსახურე ოთხი ტელეკომპანია არიან, რომლებიც ლანძღავენ მართლმადიდებლობას, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის წინამძღვარ ილია მეორეს, იცავენ ლგბტ-ს უფლებებს, ერთსქესიანთა ქორწინებას და ყველაფერს ანტიქართულს, არატრადიციულს, რაც ასე სძულს ქართველ ხალხს! ამას თავს ახვევენ ქართველებს „დასავლური ღირებულებების“ საფარქვეშ, სწორედ ამან გამოიწვია საქართველოში ანტიპათია ევროპისა და აშშ-მიმართ და არა მითიურმა „რუსულმა პროპაგანდამ“, ომლის შესახებაც ყოველდღიურად აცხადებს აშშ-ის ელჩი! კელი დეგნანი, დიპლომატიის მთელი მარაგიამოწურვის შემდეგ, უხეში პროპაგანდის ენაზე გადავიდა, ხოლო ასეთი სახედაკარგული ელჩი ყოველთვის ქვეყნის მოსახლეობ ზიზღს იწვევს.

   თუმცა, საქართველოში სხვა მოსაზრებაც არსებობს – რომ ანტიქართული ოპოზიციის ლიდერები, რომლებსაც ჭკუა არ მოეკითხება, მაგრამ პათოლოგიური იდიოტი აშკარად არ არიან, უხვად ანაზღაურებად დაკვეთას ასრულებენ. რა თქმა უნდა, ეს უპრინციპობაა, მაგრამ, სამაგიეროდ, ზემომგებიანი უპრინციპობაა, თუმცა არა უსაფრთხო - მათ უკვე ქუჩაში ცემენ... სამაგიეროდ, დღეს ქართველხალხის თვალში დასავლური ღირებულებები, ევროატლანტიკური გზა, ომები რუსეთთან, გარყვნილება და ეკლესიის გმობა დღეს რადიკალურ ოპოზიციასთან, სააკაშვილის დამნაშავეებთან, გვარამიებთან და მათ ტელეკომპანიებთან არის გაიგივებული!

   ქუდს ვიხ ივანიშვილის წინაშე, თუ ეს ყველაფერი ასე ელეგანტურად, სადმე და რაიმეში გამოჩენის გარეშე, მან შეძლო, თანაც - საქართველოს გულისთვის, თავისი უცხოური აქტივების გარისკვითა და სანქციების ქვეშ მოქცევით!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 14 ივნისი
საქართველო, თბილისი