საზოგადოება
ანდრეი კასიანოვი: 24 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თითქმის 20 ათასი უკრაინის მოქალაქე

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ 24 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თითქმის 20 ათასი უკრაინის მოქალაქე, მათგან დაახლოებით 5 500 არის არასრულწლოვანი.

როგორც ანდრეი კასიანოვმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინის მოქალაქეების ნაწილს საქართველოში უკვე აქვთ სამსახური სხვადასხვა სფეროში, მენეჯმენტიდან დაწყებული, რესტორნებით დამთავრებული.

რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვას – 2022 წლის 24 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თითქმის 20 ათასი უკრაინის მოქალაქე, მათგან დაახლოებით 5 500 არის არასრულწლოვანი. საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციითა და ასევე გაერო-უმაღლესი კომისართან კოორდინაციით, თანამშრომლობით ვახორციელებთ ყველა იმ ღონისძიებას, რაც საჭიროა, რათა საბაზისო მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ ჩვენი დროებით გადაადგილებული პირებისა. უკრაინის მოქალაქეების ნაწილს საქართველოში უკვე აქვთ სამსახური სხვადასხვა სფეროში, მენეჯმენტიდან დაწყებული რესტორნებით დამთავრებული.

როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ვარშავის კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ამა წლის 5 მაისს. ჩვენ მადლობელი ვართ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს მხარდაჭერას უკრაინელი ლტოლვილების მათი მიღებისა და განთავსების საკითხში. ამისთვის საქართველოს მთავრობა გამოყოფს 7 მილიონ დოლარს. ჩვენ ველოდებით, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მთავრობის მიერ იქნება მიღებული უახლოეს დროში და არ იქნება პრობლემები უკრაინელი ლტოლვილების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით, ამას ველოდებით 2022 წლის პირველი ივნისიდან.

მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის, კერძოდ კი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის, იმ თანადგომისთვის, რომელიც მან გაწია უკრაინული სექტორის გახსნაზე, სადაც არიან უკრაინელი მასწავლებლები. ეს მოხდა თბილისში მიხეილ გრუშევსკის სახელობის სკოლის ბაზაზე. ახლა იქ 300 უკრაინელი ბავშვი სწავლობს. ასევე ეს მოხდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში, იქ 100 ბავშვი სწავლობს“, – განაცხადა კასიანოვმა.