სამართალი
კობა დავითაშვილი: „მაღაზიის სახურავზე ნაპოვნი ნიკა კვინტრაძე სინამდვილეში ცემით მოკლეს და ამის დამადასტურებელი მასალები არასებობს“

nika_pirqve„ხალხის პარტიის“ ლიდერი, ოპოზიციური „რვიანის“ წევრი კობა დავითაშვილი ამტკიცებს, რომ ნიკა კვინტრაძე, რომლის გვამი სამართალდამცველებმა თითქოს თავისუფლების მოედანზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე აღმოაჩინეს, მოკლულია და ამ ადგილზე მხოლოდ ამის შემდეგაა გადატანილი. ამის შესახებ დავითაშვილმა დღეს ოპოზიციური „რვიანისა“ და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ფოტომასალა, რომელზეც კვინტრაძე ხელფეხშეკრულია გამოსახული და იმ დროს ჯერ კიდევ ცოცხალია. „ჩვენი მონაცემებით, აქციაზე დაკავებული იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ, წამებით მოკლეს, შემდეგ კი უკვე მკვდარი მაღაზიის სახურავზე დააგდეს და განაცხადეს, თითქოს მას შენობის სახურავზე დენმა დაარტყა“, – განაცხადა დავითაშვილმა, რომელმაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შესაბამისი დოკუმენტური მასალებიც გადასცა.