პუბლიკაციები
თურქეთის პარტია „სამშობლოს“ გენმდივანი: ნატოს გაფართოება საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო რუსეთის, არამედ თურქეთისთვისაც!

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო რუსეთის, არამედ თურქეთის, ირანისა და ჩინეთისთვისაც. ამის შესახებ 7 თებერვალს თურქეთის პარტია „სამშობლოს“ გენმდივანმა დოგუ პერინჩეკმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ჩინეთში, შემდეგომ კი ანკარაში ახდენს მსოფლიოს საგზაო რუკის სიმბოლიზებას, რომელიც მიმართულია მშვიდობისა და ურთიერთგაგებისაკენ.

პერინჩეკს მიაჩნია, რომ ვიზიტი მიმართულია აშშ-ის მხრიდან შავ ზღვაზე, ხმელთაშუა ზღვაზე, არაბეთის ზღვასა და ორმუზის არხში ომის საფრთხის წინააღმდეგ.

„ეს მესიჯია, რომ რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი და ირანი ერთობლივად მოქმედებენ. მხოლოდ ამ ოთხ ქვეყანას შესწევს უნარი, აღკვეთოს ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით. ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით წარმოადგენს საფრთხეს რუსეთის, თურქეთის, ირანისა და ჩინეთისათვის“, - აღნიშნა მან.