პოლიტიკა
19.00. აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ ხალხი ემატება. 4000-მდე მომიტინგემ შეავსო კინოთეატრი „რუსთაველიდან“ სასრუმრო „თბილისი-მარიოტამდე“ არსებული სივრცე, მათ ტერიტორია რკინის ზღუდეებით შემოსაზღვრეს (დარბევის შემთხვევისათვის).
აქციას შეუერთდა „დამოუკიდებელ სტუდენტთა კავშირი“, ადა მარშანია და კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი სხვადასხვა პარტიიდან, რომლებმაც დატოვეს საკუთარი პარტიები და გადმოვიდნენ „სახალხო კრებაში“. ასეთთა შორისაა რუსუდან ფოცხიშვილი, რომელმაც დატოვა „ეროვნული ფორუმი“.
აქციას შეუერთდნენ, ასევე, აქტივისტები აჭარიდან, რომლებიც თბილისში დაბრკოლების გარეშე ჩამოვიდნენ.
„მაესტრო“ და „მეორე არხი“ დროდადრო პირდაპირ ტრანსლაციას რთავენ, მაგრამ არა უმეტეს 10-15 წუთისა.