საზოგადოება
ჯიმი კარტერი: ამერიკელი ერი გაფართოებული უფსკრულის კიდეზეა და, ზომებს თუ არ მივიღებთ, სამოქალაქო კონფლიქტის წინაშე აღმოჩნდება!

   საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმიდიდი ამერიკელი ერი ახლა გაფართოებული უფსკრულის ზღვარზეა. დაუყოვნებლივი ქმედებების გარეშე, ჩვენ რისკავთ აღმოვჩნდეთ სამოქალაქო კონფლიქტის წინაშე და დავკარგოთ ჩვენი ძვირფადემოკრატია“, - წერს აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ჯიმი კარტერი The New York Times-თვის გათვალისწინებულ სტატიაში. სახელმწიფოს ყოფილმა მეთაურმა ერთი წლის წინ დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ ვაშინგტონში კაპიტოლიუმის აღება გაიხსენა. იმ დროს, კარტერის თქმით, იშვა იმედი, რომ ამერიკის პარლამენტის შენობის აღება ერს „შეანჯღრევდა“ და შეაჩერებდა მის პოლარიზაციას პოლიტიკურ შეხედულებებში, მაგრამ ახლა ამერიკულ ღირებულებებს საფრთხე ემუქრება. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მოიყვანა კვლევის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ამერიკელთა 36%-ს მიაჩნია, რომ აშშ-ს მოუწევს ძალის გამოყენება ამერიკული ცხოვრების წესის „გადასარჩენად“. ჯიმი კარტერი დარწმუნებულია, რომ ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.