უცხოეთი
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავს, თუ დასავლეთი უარს იტყვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი რეაგირების სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუკი აშშ და ნატო უარს იტყვიან უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე.

"ეს, შესაძლოა, სხვადასხვანაირი იყოს. დამოკიდებული იქნება იმაზე, რა წინადადებებს მომაწვდიან ჩვენი სამხედრო ექსპერტები,“- აღნიშნა პუტინმა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

შეგახსენებთ, 23 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები „დაუყოვნებლივ“ უნდა მისცეს.

interpressnews.ge