რედაქტორისგან
აშშ-ის ელჩმა ქართველები შერიგებაზე დალოცა, ანუ რატომ მოგვიწოდეს ზურაბიშვილმა და მეუფე იაკობმა კანონის დავიწყებისკენ - არნო ხიდირბეგიშვილი

   ერთი წელიც არ გასულა, რაც ჩვენი ხელისუფლება დამოუკიდებლობის ნიშნებს გამოხატავს - შეწყვიტა კოლექტიური დასავლეთის ყველა ინსტრუქციის ბრმად შესრულება, ღარიბაშვილმა, კობახიძემ და კალაძემ დაიწყეს ქართველი ხალხისთვის თავმოყვარეობის დაბრუნება - სიმართლის თქმა. მაგრამ არის მცდელობა, ქართული სახელმწიფო იმ სწორი გზიდან გადაიყვანონ, რომელსაც ძლივს დაადგა: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის წინამორბედებთან - გიორგი მარგველაშვილსა და მიხეილ სააკაშვილთან ერთად, გამოდიან ინკლუზიური საყოველთაო ეროვნული შერიგების” ინიციატივით, რომელსაც მხარი დაუჭირეს ბოდბის მთავარეპისკოპოსმა იაკობმა და საქართველოში აშშ-ელჩმა კელი დაგნანმა.

მერე რა, რომ იდეოლოგიური დასაბუთება ულტრანაციონალისტურია, ქსენოფობიისა და რასიზმის სუელით?! აქაოდა, ქართველები ცოტანი არიან, ამიტომ სიმართლის თქმის დრო არ არის, ხელისუფლების და ოპოზიციის მხარდამჭერები უნდა შერიგდნენ, საქართველო ერთია და ორივეს ეკუთვნის! ანუ ცუდი ქართველები არ არსებობენ - ყველაზე ცუდი ქართველი, თუნდაც ის დამნაშავე იყოს, ნებისმიერ კარგ არაქართველს ჯობია, ამიტომ ქართველებმდუმარედ უნდა ეპატიოს ყველა დანაშაული. ერი ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას და არა - პირიქით, როგორც დიდი მამარდაშვილი „ცდებოდა“. აი ასეთი, საქართველოსთვის არახალი ორმაგი სტანდარტები, რომლებმაც თანდათან, 90-იანი წლებიდან დაწყებული, ოდესღაც სუვერენული მრავალეროვნული 5-მილიონიანი აყვავებული რესპუბლიკა - მოწინავე მრეწველობით, მეცნიერებითა და სოფლის მეურნეობით - მიიყვანა სიღარიბესა და სამოქალაქო დაპირისპირებამდე, არაქართველებისა და ქართველების - ყველაზე შრომისუნარიანი და მაღალპროფესიონალი მუშაკების - ემიგრაციამდე, ტერიტორიის 20%-ზე მეტის დაკარგვასა და მოსახლეობის 2,5 მლნ შემცირებამდე. ხოლო საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, რომელიც სულ უფრო მკაცრად ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის პოლიტიკურ ექსპანსიას, „მიაწებეს“ შოვინისტის იარლიყი და თეზისი „საქართველო - ქართველებისთვის!“, რაც არასოდეს უთქვამს. შემდეგ კი მოკლეს, თუმცა "საყოველთაო ეროვნულმა შერიგებამ" ყველაფერი ჩამოწერა...

   სომხები და აზერბაიჯანელები, როგორც მოგეხსენებათ, შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის მეხუთედს და სეთივე მოქალაქეები არიან, როგორც ქართველები და არა მესამე ხარისხოვანი, როგორც ცუდ ქართველებს მიაჩნიათ. მაგრამ სურთ კი „ქურთ-სომხებსა“ და „თათრ-აზერბაიჯანელებს“, როგორც მათ ცუდქართველები უწოდებენ, მიშასდა „ნაციონალებთვის“ მათი დანაშაულის პატიება? შეურიგდებიან თუ არა ოსები და აფხაზები ქართველებმას შემდეგ, რაც ქართველები აპატიებენ სააკაშვილსდა მის მომხრეებს? არა, საქართველოში მცხოვრები არაქართველების აზრს არ თვალისწინებენ, მათი ხმები მხოლოდ არჩევნების დროსაა საჭირო, ისინი უწინდებურად არ არიან ინტეგრირებულნი ქართულ საზოგადოებაში და არ მონაწილეობენ სახელმწიფოს მართვაში. დამპალი პროვინციული ნაციონალისტური პოლიტიკა საქართველოში გაგრძელდება მანამ, სანამ ცუდქართველებ არ გაიგებენ, რომ საქართველოში საუკუნეების მანძილზე მცხოვრები ათობით სხვადასხვა ეროვნებები არიან არა „ქართველების მტრები, "მეხუთე კოლონა" და "კრემლის აგენტები", არამედ საქართველოს უნიკალურ სიმდიდრე - სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, ქურთები, იეზიდები, ბერძნები, სირიელები და ებრაელები დაეხმარებიან მათ აფხაზებთან და ოსებთან შერიგებაში და არა პირიქით! ოღონდ სამოქალაქო შერიგების მინისტრი უნდა იყოს არა „თოჯინა ბარბი", არამედ ყველასთვის პატივსაცემი მოღვაწე, რომლის ადგილიც - სოხუმსა და ცხინვალში, ბაქოსა და ერევანში, ჩრდილოეთ კავკასიასა და თურქეთში, ან გზაშიდა არა თბილისში, ტელეკამერების წინ.

დღეს კი ე.წ. ეროვნული უმცირესობები გაოცებული უყურებენ ქართველ ძმებს, რომლებიც მთელი დღე ზრუნავენ სააკაშვილზე, რომელიც ქართველებ ცოცხით აუპატიურებდა! გაოცებული უყურებენ, თუ როგორ უყურებენ ქართველები "გლავკანალს", რომლის ჰომოსექსუალი "სახე" და შეფიც პირდაპირ ეთერში იგინება! წარმოგიდგენიათ ეს აზერბაიჯანულ ან სომხურ ტელევიზიაში?! შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ აზერბაიჯანელები და სომხები აწყობენ აქციებს ბაქოსა და ერევანში მოძალადის და მკვლელის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით, რომელმაც ნახევარი ქვეყანა დაკარგა!

   კარგი, მოდი, ეროვნულ უმცირესობათა საკითხი გვერდზე გადავდოთ. რატომ უნდა ვაპატიოთ კარგმა ქართველებმა ცუდ ქართველებს? რა სამართლებრივი საფუძვლით მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ბოდბის მთავარეპისკოპოსი იაკობი ქართველებს, დაივიწყონ კანონი და დაუბრუნდნენ ბნელ 90-იანებს? რატომ არ უნდა გაასამართლოს და აპატიოს საქართველოს კანონმორჩილმა მოსახლეობამ სააკაშვილს, რომლის პასუხისგების დრო ბოლოსდაბოლოს დადგა და რომელიც სიკვდილით დასჯას იმსახურებს? აპატიოს მის საშტატო მკვლელებსა და ჯალათებს, რომლებმაც 9 წლის განმავლობაში მოკლეს და აწამეს ათიათასობით მოქალაქე, მიითვისეს მათი ქონება და ბიზნესი, დააპატიმრეს 300 ათასი ადამიანი, რითაც საქართველო მსჯავრდებულთა რაოდენობით ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მე-2 ადგილზე გავიდა?!

რატომ უნდა აპატიონ წესიერმა, მართალმა ქართველებმა რეჟიმის ყოფილ მეთაურებსა და მათ მხარდამჭერებს, რომლებმაც წააკიდეს ისინი აფხაზებს, ოსებს, რუსებს, რომლებმაც დაიწყეს ომი საქართველოში რუსი სამშვიდობოების ბატალიონის წინააღმდეგ და მოახდინეს რუსეთის პროვოცირება „მშვიდობის იძულების“ ოპერაციაზე?!

რატომ უნდა აპატიონ ნორმალურმა, ტრადიციულმა ქართველებმა სააკაშვილს, რომელმაც მედვედევ-სარკოზის გეგმის მე-6 პუნქტიდან შეგნებულად ამოიღო თეზისი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსის შემდგომი საერთაშორისო განხილვის შესახებ - საერთაშორისო დისკუსიის დაწყება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთიმომავალი სტატუსის საკითხების შესახებ“? რის შედეგადაც, რუსეთმა, პრეზიდენტ მედვედევის სახით, აღიარა მათი დამოუკიდებლობა - აქაოდა, თუ თბილისი არ არის დაინტერესებული თავისი ტერიტორიების მომავალი სტატუსით, გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ, როგორც სოხუმს და ცხინვალს სურთ! აი, სიმართლე, რომლის შესახებაც ყველა დუმს!

როგორ უნდა ვაპატიოთ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს - პეტრცისკარიშვილს, ჩიორა თაქთაქიშვილს, დავით დარჩიაშვილს, გოკგაბაშვილს, გიორგი კანდელაკს, გივი თარგამაძსა და გიგა ბოკერიას, რომლებმაც სააკაშვილის დავალებით 2008 წლის 2 ოქტომბერს ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას 1633 (2008 წ.) საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ, რომლის მე-5 პუნქტი აღიარებს - ომი საქართველომ დაიწყო?! „2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ გაუფრთხილებლად ცხინვალის დაბომბვის დაწყებით ესკალაცია გადავიდა ახალ საფეხურზე, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების ეტაპზე. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, ამაც სერიოზულ საფრთხე შეუქმნა მშვიდობიან მოსახლეობას, წარმოადგენდა საქართველოს მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხდებოდა მისტერიტორიის ფარგლებში, და ასევე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევაკონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტის შესახებ. იცის თუ არა ამის შესახებ სააკაშვილის დედამ, რომელიც ყოველდღე, ნატურალური ბეწვის ახალ-ახალი ქურქით, სტუმრობს შვილს - „გმირს, რომელიც მაკედონელს არაფრით ჩამოუვარება“?!

განა შეიძლება ეპატიოს სააკაშვილს, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ქართულმა არმიამ პირველმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ამას გამართლებული და ადეკვატური ზომები უწოდა? საკითხავი ის კი არ არის, რატომ დაიწყო საქართველომ საომარი მოქმედებები, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენ დავიწყეთ ეს ქმედებები...“, - განაცხადა სააკაშვილმა 2008 წლის 28 ნოემბერს კავკასიაში აგვისტოს კრიზისის საგამოძებო დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე (თავმჯდომარე - პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე), და რაც დაადასტურა 30 სექტემბერს სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის მიზეზების საგამოძიებო კომისიამ ჰეიდი ტალიავინის თავმჯდომარეობით, რომელთანაც მიშამ იგივე აღიარა?!

ამის შემდეგ კი სააკაშვილმა დაკარგა ბოლო კოზირი - ტყუილუბრალოდ აჩუქა რუსეთს საქართველოს ხმა WTO-ში რუსეთის გაწევრიანებაში, რასაც 2011 წლის 9 სექტემბერს ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ზურაბ ჭიაბერიშვილმა ჟენევაში ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ მაქსიმ მედვედკოვთან! და ამის შემდეგ სააკაშვილს და მის მარიონეტებს ჰყოფნით თავხედობა, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას "პრორუსული" უწოდონ?!

   ასე რომ, შერიგების იძულება“ წარმოადგენს ოპერაციას, რომელიც აშკარად არის ჩაფიქრებული არა მხოლოდ სააკაშვილის, მარგველაშვილის ან ზურაბიშვილის მიერ. "გავრილოვის ღამე", "2 ოქტომბრის რეფერენდუმი", "სააკაშვილის დაბრუნება" და ახლა "საყოველთაო ეროვნული შერიგება" წარმოადგენს მორიგი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს საქართველოში, ახალ "ვარდების რევოლუციას". ქართველ ხალხს კვლავ, უკვე მეორედ, იძულებენ დამნაშავეებთან კოაბიტაციას ისე, რომ ჯერ პირველიც არ დასრულებულა! პირველი, აშშ-ის მაშინდელი ელჩის, რიჩარდ ნორლანდის მითითებით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა - ეპატიოს წინა ხელისუფლებას და მის წარმომადგენლებთან გაგრძელდეს თანაცხოვრება, მოექცნენ მათ არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც საქართველოს შეეფერება, როგორც ქართულკულტურა გვასწავლის“. რამდენიმეს გამოკლებით, დამნაშავეები ციხის ნაცვლად პარლამენტში დეპუტატების სავარძლებში ჩასხდნენ, ანდა სააკაშვილთან ერთად საზღვარგარეთ მშვიდობიანად გაემგზავრნენ! ღარიბაშვილს კი, რომელიც კოაბიტაციას არ ეთანხმებოდა, 2016-ში, ზედ საახალწლოდ, პრემიერობა დაატოვებინეს… შედეგად, „ნაცები” იმდენად გაძლიერდნენ, რომ პრეტენზიას აცხადებენ ხელისუფლებაზე, ამიტომ ღარიბაშვილი იძულებით დააბრუნეს. მაგრამ ახლოვდება ახალი წელი და კოლექტიურ დასავლეთს, როგორც ჩანს, კვლავ სურს მისი გათავისუფლება, ამიტომაც გამოიგონეს „საყოველთაო ეროვნული შერიგება“, რაც არის კოაბიტაციის არსი და საყოველთაო ეროვნული დანაშაული!

   კარგი, დაე ჩვენ, ქართველები, სამჯერ ევროპელები ვიყოთ, მაგრამ ოდესმე თუ გინახავთ ევროპაში ან აშშ-ში მსხვერპლისა და მოძალადის შერიგება?! არა, დასავლურ დემოკრატიასაც კი არ ახსოვს კანონის ასეთი უხეში დარღვევა! საქართველო და ქართველი ხალხი დამნაშავეთა კორპორაციის მსხვერპლნი არიან, რომელმაც 2003-2012 წლებში შექმნა დიქტატორული რეჟიმი, რითაც სისტემური დანაშაული სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანა. ხოლო თუ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ოპოზიცია მოიგებდა „რეფერენდუმს“, როგორც მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უწოდეს, ახლა „ეროვნულ შერიგებას“ კი არ მოითხოვდნენ, არამედ სისხლის მდინარეებს დაღვრიდნენ, კარდაკარ სიარულს დაიწყებდნენ და, პირველ რიგში, ანგარიშსწორებას შეეცდებოდნენ ივანიშვილთან, ღარიბაშვილთან, კობახიძესთან, კალაძესა და მათ ოჯახებთან, ყოველ ჩვენთაგანთან და ჩვენს ახლობლებთან!

   თითქოსდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ახლახან ქადაგებისას სრულებით მკაფიოდ თქვა - ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება: განსაცდელი არის საშუალება, რომელსაც ღმერთი მოავლენს ჩვენთან, არ შეიძლება ადამიანი დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს, როცა კაცი და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს ჩვენ. მე უნდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ განსაცდელი არის მრავალი ჩვენს წინაშე, მაგრამ ერთი საშუალება ეს არის მონანიება ცოდვისა", - განაცხადა ილია მეორემ და პირველ რიგში სააკაშვილი და მის ფანატიკოსები იგულისხმა.

იქნებ დღეს ისინი შეიცვალნენ, მოინანიეს რამე?! არაფერიც, სააკაშვილი ციხიდან რევოლუციისკენ მოუწოდებს და ხელისუფლებას უწოდებს "მკვლელთა და ქურდთა ბანდას", რომელთა წინააღმდეგაც აუცილებელია "რევოლუციური კერების" შექმნა და აცხადებს, რომ თავად კი არა, ხელისუფლებამ უნდა სთხოვოს მათ შენდობა! დღეს მთელი საქართველო დარწმუნდა, რომ 2004 წელს პრეზიდენტად აირჩია დიდი „უცნაურობების“ მქონე ქალის - გიული ალასანიას ნაშობი ფსიქოპატი და შიზოფრენიკი! ექიმთა სამი კონსილიუმი ჩვენი, ქართველი ხალხის (სახბიუჯეტის) ფულით ცდილობს გაუმკლავდეს მის თანდაყოლილ სნეულებას! რომელიც სერიოზულად გამწვავდა, რადგან უკვე მესამე თვეა მიშა კოკაინის გარეშეა, დღეში 2 ბოთლ კონიაკს ვერ სვამს და ა.შ. თუმცა ზემოხსენებული "მთავარი არხი" ქმნის საზოგადოებრივ აზრს, რომ „სააკაშვილმა განიცადა არაადამიანური მოპყრობა და წამება“ და განიხილავს ტექნიკურ საკითხებს - სად შეხვდება სამი პრეზიდენტი, თითქოსდა ხელისუფლება ამაზე უკვე დათანხმდა!

მაგრამ მაშინ რატომ დაუჭირა მხარი საყოველთაო ეროვნული შერიგების“ იდეას ბოდბის მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, რომელიც მართლაც პატრიარქის ერთგულია? მეუფე იაკობი, რომელიც პრაქტიკულად დიდი ხნის წინ წავიდა პოლიტიკაში, რამდენჯერმე ეწვია აშშ-ის კონგრესსა და პენტაგონს და საერო ენაზე პოლიტიკურ თემებზე ქადაგებს, მომავალში ერის სულიერ მამობაზე პრეტენზიები შეიძლება გაუჩნდეს... რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მარგველაშვილს, ის ეძებს გზებს სადმე ამოტივტივებისთვის, რადგან ფინანსურად უჭირს. მარგველაშვილი არ იპარავდა, მაგრამ ის პარლამენტის გადაწყვეტილებებზე მარტო გაუთავებელი ვეტოებით დაამახსოვრდა იმ ცოტას, ვისაც საერთოდ დაამახსოვრდა...

ისევე, როგორც ამჟამინდელი პრეზიდენტი ზურაბიშვილი, მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა მილიარდერი ივანიშვილის, მისი რესურსების წყალობით. სალომეს ელექტორატი - მაქსიმუმ 100 კაცია, მარგველაშვილის ელექტორატთან ერთად. მარგველაშვილისგან განსხვავებით, ზურაბიშვილი არაფერს აშავებს - პატიოსნად ცხოვრობს თბილისის საკომისიო მაღაზიებში მისი გემოვნებით ნაყიდი ანტიკვარიატით გაწყობილ ორბელიანების სასახლეში და ასეირნებს ძაღლს მოპირდაპირედ მდებარე ძველ პარკში. თუმცა, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, ზურაბიშვილს სურს წარმოჩინდეს ყველა ქართველის პრეზიდენტად, კარგისადა ცუდისაც“ - საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხომ კიდევ 3 წელია დარჩენილი, რომლის დროსაც ხელისუფლება, როგორც ზურაბიშვილი შიშობს, შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ, დღეს სააკაშვილის შეწყალებაზე უარის - „არა და არასდროს!“ დასაბალანსებლად, იგი გამოვიდა საყოველთაო ეროვნული შერიგების“ ინიციატივით, მით უმეტეს - დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე, თავად აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინაშე!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 15 დეკემბერი
საქართველო, თბილისი