უცხოეთი
გრიგორი კარასინის პრესსამსახური - ზურაბ აბაშიძესთან პირისპირ შეხვედრა 2022 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ - მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძე შეთანხმდნენ, რომ მათი მომდევნო შეხვედრა 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართოს.

ამის შესახებ რუსულ სააგენტოს „ტასი“ კარასინის პრესსამსახურში მას შემდეგ განუცხადეს, რაც მათ შორის დღეს მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

„მიღწეულია შეთანხმება 2022 წლის გაზაფხულზე გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის პირისპირ ფორმატში შეხვედრის თაობაზე, თუკი ამის საშუალებას მოგვცემს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

interpressnews.ge