უცხოეთი
ჩინეთის თავდაცვის მინისტრი - აშშ ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს ახორციელებს

 საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ ახორციელებს იგივე აგრესიულ სამხედრო მოქმედებებსა და შეკავების ტაქტიკას ჩინეთის წინააღმდეგ, რასაც რუსეთის წინააღმდეგ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ვეი ფენგემ რუს კოლეგასთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას განაცხადა.

"მეგობარმა მინისტრმა ისაუბრა აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო საფრთხეებზე, ზეწოლასა და შეკავებაზე. აშშ ასევე ახორციელებს ასეთ ქმედებებს ჩინეთის წინააღმდეგაც. მე სრულიად ვეთანხმები თქვენს შეფასებებს", - განაცხადა ვეი ფენგემ.

მისივე თქმით, რუსეთი და ჩინეთი ერთად უპირისპირდებიან ვაშინგტონს.

„ჩინეთი და რუსეთი ისეთივე ერთიანი არიან, როგორც დიდი მთა. ჩვენი მეგობრობა შეუვალია. ერთად დავუპირისპირდით აშშ-ის ჰეგემონიას და ვეწინააღმდეგებით აშშ-ის ყალბ დემოკრატიულ რეჟიმს, ყალბ მრავალკულტურიანობას, ისევე როგორც ცივი ომის გამოვლინების ახალ ფორმებს. ამიტომ, ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ურთიერთობა, როგორც უკეთესი, ვიდრე მოკავშირე“, - განაცხადა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა.

interpressnews.ge