საზოგადოება
ვანო მერაბიშვილი: „ყველამ დაინახა, რომ „სახალხო კრების“ განცხადებები და გეგმები ყალბი და არასერიოზული იყო“

vano-merabisხელისუფლების ხერხემლად წოდებული შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი „სახალხო კრების“ მხრიდან რაიმე საფრთხის მცირე საფუძველსაც ვერ ხედავს და აცხადებს, რომ „ისინი იმდენად სუსტები და ცოტანი არიან, იმის მეასედის გაკეთებასაც ვერ შეძლებენ, რასაც იქადნიან“.

როგორც შს მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „პოლიციის რეაქცია აქციის მხარდამჭერებისა და კრების აქტივისტების ქმედებების ადეკვატური იქნება“.

„სამართალდამცველები მათ არასერიოზულ ქმედებებზე სერიოზულ რეაგირებას მოახდენენ, ანუ არანაირი რეაქცია არ ექნებათ. ისინი საზოგადოებისგან იზოლირებულნი არიან, ჩაკეტილი არიან ერთ ვიწრო წრეში და ერთმანეთს ატყუებენ. ჩვენ კი წინ თუ წავალთ, თორემ უკან გზა არ გაგვაჩნია!“ – განაცხადა მერაბიშვილმა.