პუბლიკაციები
2008 წლის ომის შემდეგ ნათელი გახდა, რომ არავინ ჩაერეოდა ომში საქართველოს დასაცავად! - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. ვფიქრობ, 2008 წლის ომის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ არავინ ჩაერევა ომში საქართველოს დასაცავად. მიუხედავად ძალთა უთანასწორობისა, ომის დროს და ომის შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს მთავარი გამარჯვება მისი ევროპული ორიენტაციის შენარჩუნებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე, „საერთაშორისო თანამშრომლობის შენარჩუნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა პანელის მოდერატორის კითხვას, როგორ უნდა ითამაშოს საქართველომ თავისი როლი თავისი სუვერენიტეტის, უშიშროებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ერთადერთი პერსპექტივა ევროპასთან სიახლოვეა, უფრო ანგაჟირებულ ევროპასთან, ევროპასთან, რომელიც აცნობიერებს, რომ დღეს რუსეთი იყენებს ყველა საშუალებას, მათ შორის ნეგატიურ ძალებს.

ვფიქრობ, 2008 წლის ომის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ არავინ ჩაერევა ომში საქართველოს დასაცავად. მიუხედავად ძალთა უთანასწორობისა, ომის დროს და ომის შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს მთავარი გამარჯვება მისი ევროპული ორიენტაციის შენარჩუნებაა. თუ რუსეთის მიზანი ამ ტერიტორიების ოკუპაციით და საქართველოში სამხედრო შემოჭრით საქართველოსთვის მისი სტრატეგიული არჩევნების გაკეთებაში ხელის შეშლა იყო, ეს შედეგი მან ვერ მიიღო. როგორც აღვნიშნე, ერთადერთი პერსპექტივა ევროპასთან სიახლოვეა, უფრო ანგაჟირებულ ევროპასთან, ევროპასთან, რომელიც აცნობიერებს, რომ დღეს რუსეთი იყენებს ყველა საშუალებას, მათ შორის ნეგატიურ ძალებს.

ხვალინდელ მსოფლიოში ევროკავშირს სხვა შესაძლებლობები და ძალაუფლების სხვა ბერკეტები აქვს, ისეთი როგორიცაა, ტექნოლოგიური ინოვაციები, ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა, ადამიანური რესურსები დამყარებული წარმოების ინიციატივებზე, თავისუფლებებზე, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მომავალში დადგება გათანაბრების დრო, რადგან მხოლოდ სუფთა ძალა არ არის საკმარისი, საჭიროა მოლაპარაკება. დღემდე ევროპამ დიალოგს მიანიჭა უპირატესობა და ხშირად ეს არის სუსტის დიალოგი ძლიერთან. საჭიროა, ზუსტად ვიცოდეთ, რა გვინდა ამ დიალოგისგან, საჭიროა დიალოგიდან ნამდვილ მოლაპარაკებებზე გადასვლა წითელი ხაზების, ინტერესების, სიძლიერეების და სისუსტეების გათვალისწინებით. ამ მძიმე, მაგრამ გათანაბრებულ და სამართლიან მოლაპარაკებებში ჩვენ ვართ ევროპასთან, არასდროს ევროპის გარეშე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფორუმზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის თარგმანს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.