რელიგია
მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი: პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს?

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს, მათი ჭირ-ვარამი თუ მოგისმენიათ, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან.

„შერიგება საღმთო საქმეა, ჩვენი რწმენის დედა აზრი და საფუძველთა საფუძველი. შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს, პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ამ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს, მათი ჭირ-ვარამი თუ მოგისმენიათ?“, – წერს დიმიტრი შიოლაშვილი.

ამასთან, დიმიტრი შიოლაშვილი ავრცელებს სულხან მოლაშვილისა და ირინა ენუქიძის ვიდეოებს.