პოლიტიკა
სააკაშვილი და მისი პარტია საქართველოს ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან - რა აჩვენა თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულმა აქციამ - საქინფორმი

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. რამდენიმე დღის განმავლობაში ქართული ტელევიზიის ანტისამთავრობო ტელეარხებზე ონლაინ რეჟიმში სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ დანაქადნი საპროტესტო აქცია, ციხიდან მისი გათავისუფლებისა და „პროპუტინისტური“ ხელისუფლებისგან საქართველოს განთავისუფლების მოთხოვნით, ჩაფლავდა. 14 ოქტომბერს, 18 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე და მის მიმდებარე რუსთაველის გამზირსა და პუშკინის ქუჩაზე მოგროვდა 8 ათასამდე მონაწილე რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ჩამოჰყავდათ საქართველოს ყველა კუთხიდან. კომფორტაბელური ავტობუსები და მიკროავტობუსები, დროშები, კვება და 500 ლარი - ვერაფერმა შეუწყო ხელი მიშასა და მისი გარემოცვის დანაპირები 100 ათასი მომიტინგის შეკრებას. არცერთი ოპოზიციური პარტია, ანდა მისი ლიდერი არ მისულა გუშინ მიტინგზე #FREESAAKASHVILI, „ნაციონალების“ მხარდასაჭერად თითქმის არ მისულან თბილისელებიც. ამიტომ, როგორც ეს ხდება მოსყიდული ბრბოს შემთხვევაში, ის იყო პასიური, მიუხედავად მომხსენებლების ისტერიული შეძახილებისა, რომელთაგან ოთხს ხმა ჩაეხლიჩა. მიტინგი გახსნა და დახურა რეპერმა ლექსენმა რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდა სააკაშვილის ტელეკომპანიის გეი-დირექტორი ნიკა გვარამია. მას ენაცვლებოდნენ ტელეწამყვანები და მომღერლები, რომლებიც დასაქმებული არიან იმავე ტელეკომპანიაში, და სხვა საზოგადოებაში ცუდი სახელით ცნობილი პიროვნებები. მთავარი ლაიტმოტივი, როგორც ყოველთვის, იყო რუსოფობია - "გადავარჩინოთ საქართველო ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმისგან!", "გადავარჩინოთ პუტინის პირადი პატიმარი - მიშა სააკაშვილი!" და ა.შ.

მიუხედავად "ნაცმოძრაობის" ლიდერების, მათ შორის - პარტიის ოფიციალური თავმჯდომარის, მელია უმცროსის, კარიკატურულობის, არაწარმომადგენლობითობისა და აშკარა ფსიქიკური არაადექვატურობისა, წინდაუხედაობა იქნებოდა მათი მუქარის არასერიოზულად აღქმა - რომ 30 ოქტომბერს იმავე ადგილას მოეწყობა რევოლუცია, თუკი ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების გაბედავს! სააკაშვილის მომხრეებს მხოლოდ ორი გზა აქვთ - ან გამარჯვება და კოალიციური მთავრობა, ანდა ნებისმიერი პროვოკაცია და სამოქალაქო ომი, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მათ დასაკარგი არაფერი აქვთ - ან ძალაუფლება ან ციხე! უცნობია, მართლაც მოაწერა თუ არა ხელი პეტიციას სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ 70 ათასმა მხარდამჭერმა, მაგრამ მას ხელი მოაწერა პარტიული ინტელიგენციის ათეულობით წარმომადგენელმა, როგორებიც არიან გელა ჩარკვიანი და ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე და სუხიშვილების ანსამბლის ხელმძღვანელები, "სააკაშვილის ცენტრალური ტელევიზიის" ტელეჟურნალისტები, უნიჭო მხატვრები, მსახიობები და პოეტები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ კომპეტენტური სტრუქტურების მხრიდან ყურადღებასა და თვალთვალს და “გასაუბრებისთვის“ სუს-ში გამოძახებას!

და არა აქვს მნიშვნელობა - იყო 8 თუ 15 ათასი - ფაქტია, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 წლის წინ რომ მთელი მსოფლიოს წინაშე მხილებული იქნენ სისტემურ დანაშაულში, თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ საზარელ დანაშაულებსა და საქართველოტერიტორიის 20% -ზე მეტის დაკარგვაში, მკვლელობებში, წამებაში, ბიზნესის რეკეტსა და უპრეცედენტო კორუფციაში, კვლავ გაბედეს საქართველოს ცენტრალურ მოედანზე მუქარითდა ხელისუფლებისადმი პრეტენზიებით გამოსვლა! ეს იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლების საქმიანობის შედეგი, მთელი 9-წლიანი მმართველობის მანძილზე სახელმწიფოს მართვის სადავეებს რომ არ აკარებდნენ პატიოსან პროფესიონალებსა და პატრიოტებს, უპირატესობას ანიჭებენ მდიდრებს, თუნდაც "ნაციონალური მოძრაობიდან" გადმოსულებს; მთელი 9 წელი რომ არ შესდგომიან მხარში თითო-ოროლა, თითებზე ჩამოსათვლელ ობიექტურ მედიას, რომელიც უსასყიდლოდ უზრუნველყოფდა ხელისუფლების საინფორმაციო მხარდაჭერას, მაშინ, როცა "სააკაშვილის ცენტრალური ტელევიზია" ასობით მილიონი დოლარით ფინანსდებოდა უცხოეთიდან; მთელი 9 ელი რუსეთს რომ ნომერ პირველ მტერს უწოდებდა, ახლოს არ იკარებდა სხვაგვარად მოაზროვნეებს და თავს არ იწუხებდა მოსკოვთან დიალოგ დაწყებით, შედეგად - გუშინწინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა "საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრებიდელიმიტაციისა და დემარკაციისკენ". ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე "ქართული ოცნების" ყველა წარმატება უაზრო აღმოჩნდა - ისევე, როგორც ავღანეთში ქართული კონტინგენტის მსხვერპლი! ნატო, აშშ, ევროკავშირი, უკრაინა - კრიტიკულ მომენტში ყველა კვლავ მხარს უჭერს სააკაშვილს და აკრიტიკებს მოქმედ ხელისუფლებას, რომელმაც მათ გამო ვერ გაბედა რუსეთთან დიპურთიერთობების აღდგენა და საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მოგვარება.

საქინფორმი