პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში.

ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი და ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში“, - აღნიშნა პრემიერმა.