სამართალი
კახა კალაძე: ის წლები მახსოვს, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს უსმენდნენ, ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა, თუ ახლაც არსებობს ასეთი რაღაც, ძალიან ცუდია

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ის წლები მახსოვს, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს უსმენდნენ, თუ ახლაც არსებობს ასეთი რაღაც, ეს ძალიან ცუდია და არ მივესალმები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს და ამ საიდუმლო მასალებმა სუს-იდან გაჟონა.

მისივე თქმით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ვინმე ვიღაცას უსმენს.

“ამასთან დაკავშირებით გითხარით. ინფორმაცია არ მაქვს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ვინმე ვიღაცას უსმენს. ის წლები მახსოვს, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს უსმენდნენ, სახლში ცოლი - ქმარს ვერ ელაპარაკებოდა, მეგობარი მეგობარს ვერ ელაპარაკებოდა, ეს წლები მახსოვს, თუ ახლაც არსებობს ასეთი რაღაც ეს ძალიან ცუდია და არ მივესალმები, მაგრამ არ მაქვს ამასთან დაკავშირებით მტკიცებულება, რომ ეს ახლა გაკეთებულია”, - აღნიშნავს კალაძე.