უცხოეთი
როგორ აპირებს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას და რატომ მოამზადა კიევში საავადმყოფო – სააკაშვილის “კორონაცია” თუ მიშა უგულავა?!

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გეგმების შესახებ წერს, რომელსაც “მარშალპრესი” უცვლელად გთავაზობთ:

“სააკაშვილის “კორონაცია” თუ მიშა უგულავა?!

მიხეილ სააკაშვილი 2 ოქტომბრის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს! მისი განცხადება განსხვავდება ადრინდელი ჩამოსვლის ზღაპრებისგან, რადგან კონკრეტულ ვადებს ასახელებს და ჩადენილი დანაშაულებებისთვის ციხეში ჩაჯდომისთვის მზადყოფნას აცხადებს.

სააკაშვილის რადიკალებმა ქვეყანაში არეულობა ვერ შექმნეს, ხალხი ქუჩაში ვერ გამოიყვანეს! ამიტომ განაწყენებულმა სააკაშვილმა დაფინანსება შეუჩერა და აგვისტოს ბოლოს შეუკვეთა თავისი პარტიის რეიტინგის დადგენა, რომელიც 13 % არ აღემატება. Former President of Georgia Mikhail Saakashvili is convinced of the defeat of the opposition in the municipal elections and therefore considers it necessary to postpone the elections due to the growth of COVID-19 disease! | World news (w-news.info)

ის დარწმუნდა, რომ არჩევნებში შედეგს ვერ მიაღწევს, ოცნება 43% -ზე მეტს აიღებს , ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბაბი არ იარსებებს და საბოლოოდ დაკარგავს საქართველოზე გავლენას. არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლით კი შეეცდება ახალი რეალობა შექმნას და მხარდაჭერა გაიძლიეროს!

სააკაშვილმა თანხების მობილიზება უკვე გააკეთა და კიეველ პოლიტტექნოლოგებს ჩამოსვლის სცენარის რამდენიმე ვარიანტი გაამზადებინა:

– გეგმის რეალიზებისთვის მოსყიდული ბალტიისპირელი ევროპარლამენტარები, ევროპის სახალხო პარტიის ანგაჟირებული ლიდერების და ზოგიერთი კონგრესმენის გამოყენებით აპირებენ. სიტუაციის ესკალაციისთვის, სთანადო დაფინანსება გამოყო საქართველოში ექსტრემისტთა ჯგუფების შესაქმნელად და არსამთავრობო ორგანიზაციების მობილიზებისთვის. ასეთივე ჯგუფებს ქმნის ევროპაში , განსაკუთრებით კი თურქეთში მომუშავე საქართველოდან წასული მიგრანტებით.

– სააკაშვილი ევროპარლამენტარების და მობილიზებული მიგრანტების თანხლებით სარფს მოადგება. ქართულ საზღვართან დახვდებიან ადგილობრივი რადიკალები. შეეცდებიან დაძაბულობა შექმნან და ხელი შეუშალონ სამართალდამცავებს, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი დააკავონ. მრავალრიცხოვანი მედიის მონაწილეობით სანახაობის მოწყობას აპირებენ, „ თუ როგორ იცავს ხალხი სააკაშვილს , ხოლო პოლიცია მას აკავებს“.

– მონაწილე ევრო პარლამენტარები, განგაშს ატეხენ. არაერთი პერფორმანსი იგეგმება ბრიუსელში , რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნა პოლიტიკურ აქციად მონათლონ. დაფინანსებული ექსტრემისტული ჯგუფები კი გაუთავებელი ესკალაციის შექმნას შეეცდებიან ქვეყნის მასშტაბით.

– ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს , რომ საქართველოში ვითარებას პოლიტიკური კრიზისი დაერქვას და არჩევნები მეორეხრისხოვან თემად იქცეს.

– ასეთი აქტიურობის მიზანი ის იქნება, რომ ევროკავშირის ლიდერები, შარ მიშელი, აშშ-სს სენატორები და სხვები ჩაერიონ სიტუაციის დალაგებაში და როგორც ნიკა მელიას დაკავებაზე მოხდა , სააკაშვილის ციხეში ჩასმასაც პოლიტიკური დატვირთვა შესძინონ. მიშას რადიკალებმა სიტუაცია თუ ვერ არიეს და ვერ შეარყიეს სახელმწიფო სისტემა, ყველანაირად შეეცდებიან ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე და დასავლელი აქტორების მეშვეობით დაიყოლიონ საქართველოს პრეზიდენტი, რომ სააკაშვილის შეიწყალოს.

– ყველაფერი იგეგმება იმისთვის , რომ ხელისუფლება შეასუსტონ, მოხდეს სააკაშვილის მხარდამჭერების მობილიზება და არჩევნებისთვის მათთვის სასურველი რეალობა შექმნან.

– არჩევნების გაყალბებაზე საუბარი უფრო გააქტიურდება , ამისთვის ევროპიდან მოვლენილ დამკვირვებლებსაც გამოიყენებენ ,რადგან ოცნების შედეგები ეჭვ ქვეშ დააყენონ და ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებისთვის შესაბამისი პოლიტიკური ფონი შექმნან.

სააკაშვილის ამ გეგმას ბევრი სისუსტე გააჩნია, რაზედაც პოლიტტექნოლოგები საუბრობენ. საბოლოოდ სააკაშვილს ჯერ არ აქვს მიღებული დასტური, რომ მისი ევროპარლამენტარები ბოლომდე იბრძოლებენ. ასევე არ არის რწმუნება იმაზე , რომ თურქეთში დაფინანსებული მიგრანტები ყველა დავალებას შეასრულებენ და არ მოხდება ისე როგორც ადრე , ფული აიღეს და გაუჩინარდნენ. საქართველოში მობილიზებული ექსტრემისტების გამბედაობაც ჯერ -ჯერობით არადამაჯერებელია.

სააკაშვილი ჩამოსასვლელად განეწყო , მაგრამ მისი გარემოცვისთვის საბოლოო პერსპექტივა ბუნდოვანი რჩება. სპეციალისტებს პასუხ არ აქვთ იმ ვარიანტზე , რომ პოლიტიკური ესკალაცია ვერ შექმნან , პროცესი გაიწელოს და სააკაშვილი ციხეს შერჩეს. ასევე სახიფათოდ ეჩვენებათ ის ვარიანტი ,თუ სააკაშვილის პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეიწყალებს, ჩამოვა და მას არ დააკავებენ ან ციხიდან გამოუშვებენ! არეულობა თუ ვერ შეიქმნა, რას გააკეთებს მიშა?! რამდენიმე აქციას დაესწრება, დუჟებს გადმოყრის და უგულავას დონის პოლიტიკოსი გახდება. ასეთ შემთხვევაში მითოლოგიურ პერსონაჟ სააკაშვილს დიდი შანსი აქვს, რომ „მიშა უგულავად“ იქცეს!

ასევე ეშინიათ იმის, რომ სააკაშვილზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით. მთავარსარდალმა სააკაშვილმა თავისი ქცევით გამოიწვია საქართველოს დამარცხება 2008 წლის 5 დღიან ომში რასაც ადამიანთა მსხვერპლი და დიდი რაოდენობის ლტოლვილთა მიგრაცია მოჰყვა; გამოიწვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია; უბრძოლველად დაუთმო აგრესორს კოდორის ხეობა; ზიანი მიაყენა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ხელუხლებლად გადასცა რუსებს ძვირად ღირებული სამხედრო შეიარაღება; რუსებს გადასცა საქართველოს სტრატეგიული ობიექტები და საწარმოები; საფრთხე შეუქმნა საქართველოს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს! ეს ისეთი ტიპის დანაშაულია, რაზედაც სააკაშვილს პიროვნული პასუხისმგებლობა ეკისრება. მოსყიდულ ევროპარლამენტარებს ან გაუაზრებელ ფანებს გაუჭირდებათ ასეთ დანაშაულს პოლიტიკური შეკვეთის ელფერი შესძინონ.

მიხეილ სააკაშვილი საგონებელშია ჩავარდნილი, რადგან მან საქართველოში ჩამოსვლა საჯაროდ დააანონსა და ვადაც დააკონკრეტა, რომ არჩევნებამდე ჩამოვა. მას ძალიან ცოტა დრო დარჩა ყოველივეს ასაგორებლად. ამიტომ გეგმის ჩაშლის შემთხვევაში დაქირავებულმა PR-სპეციალისტებმა გამოსავალიც მოძებნეს.

არჩევნებამდე რანდენიმე დღით ადრე მოხდება სააკაშვილის „კორონაცია“. მას უეცრად კორონავირუსი შეეყრება, COVID-19-თ ჰოსპიტალიზაციას გაუკეთებენ და სასუნთქ აპარატზე შეერთებულ მიშასაც უჩვენებენ ყველას. ამისთვის შესაბამისი საავადმყოფო კიევში უკვე შერჩეული აქვთ.” – წერს

სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი

ლევან მამალაძე

mpn.ge