სამართალი
საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირი „ნათლის მხედრის“ გენერალური მდივნის – ჯულიანა დიუმას, განცხადება

dumas_masalaამ ბოლო დროს „ნათლის მხედრის“ წინააღმდეგ წამოწყებული ცილისწამების კამპანიის ინიციატორებსა და მონაწილეებს მინდა, გაცნობოთ, რომ „ნათლის მხედარს“, როგორც ბრიტანეთში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, ბრიტანეთის სასამართლოში შეაქვს სარჩელი ყველა იმ ფეისბუქელის წინააღმდეგ, რომელთაც ამ ორი დღის განმავლობაში ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯეს და „ნათლის მხედრის“ წინააღმდეგ განახორციელეს უხამსი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ცილისმწამებლური თავდასხმა, რომ თითქოს ეს ორგანიზაცია მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით შეიქმნა და მისი წევრები სააკაშვილისა და მერაბიშვილის აგენტები არიან.

სამწუხაროდ, მიუხედავად თქვენი საცხოვრებელი ადგილისა, პასუხისმგებლობა არ აგცდებათ, რადგან „ნათლის მხედარი“, საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირი (The Knigh of the light, international union for salvation of Georgia UK Ltd), რეგისტრირებულია როგორც საერთაშორისო კომპანია და საქართველო მისი „ტრეიდინგის“ ერთ-ერთ არეალად არის მოხსენიებული მისი „ასოციაციის სტატიებში“(Articles of Association of UK Limited Company), რაც ხდება მისი ამ ტერიტორიაზე დაცვის გარანტიც.

 ნურავის ექნება იმის იმედი, რომ თქვენ ეგრეთ წოდებულ ყალბ ავატარებსა და იმეილებს იყენებთ და ამიტომ ვერავინ გიპოვნით, რადგან  თქვენი ინტერნეტმომწოდებლის მისამართი (IP address) თქვენს ნამდვილ სახელებსა და გვარებთან არის დაკავშირებული. შეგახსენებთ, რომ Facebook-ს, რომლის კარგად ცოდნაშიც გვადანაშაულებთ მე და ჩემს მეგობრებს, რაც, ერთი მხრივ, სიმართლეს შეესაბამება, აქვს ყველაზე განვითარებული სისტემა, რათა ამოიცნოს გამომყენებლის ადგილმდებარეობა და ვინაობა აბსოლუტური სიზუსტით და ეს ტექნოლოგია ხშირად გამოიყენება ევროპასა და ამერიკაში ტერორისტების, პედოფილებისა და სხვა კრიმინალების დასაკავებლად, რომელთაც, მერწმუნეთ, თქვენზე უფრო განვითარებული ტექნოლოგიები და ტექნიკური ცოდნა აქვთ დანაშაულებრივი კვალის დასაფარავად. მავანთა აზრით, Facebook სწორედაც ამ მიზნით შეიქმნა, რათა გამოყენებულ იქნეს როგორც ეგრეთ წოდებული ხაფანგი ადამიანების გასაკონტროლებლად.

გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ ხელი შეუშალეთ „ნათლის მხედრის“, როგორც ახლად დაარსებული ბრიტანული კომპანიის, საქმიანობას და შეაფერხეთ მისი განვითარება სასურველი ტემპითა და მიმართულებით (ვინაიდან „ნათლის მხედრის“ ერთ-ერთ შემოსავლის წყაროდ განისაზღრება შემოწირულობები და საწევრო გადასახადები), თქვენ პასუხისმგებლობა გეკისრებათ ბრიტანეთის ცილისწამების კანონის, ანუ Defamation law-ს დარღვევისთვის და ამ შემთხვევაში ვერც ადამიანის უფლებების კონვენციის მე-10 მუხლი გამოხატვის თავისუფლების შესახებ დაგიცავთ, რადგან ის, საუბედუროდ, მხოლოდ ეფექტურია, თუ თქვენ აღნიშნული ბრალდებების დამტკიცება ძალგიძთ, რასაც, თავად კარგად მოგეხსენებათ, ვერ შეძლებთ.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანული კანონის მიხედვით, „ნათლის მხედარი“, როგორც გარანტიით შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, მიჩნეულია როგორც ცალკე პიროვნება და მას იცავს ყველა ის კანონი, რაც ბრიტანეთის ნებისმიერ მოქალაქეს.

„A limited company is a legal entity, which in the eyes of the law, is a separate person”.

აგრეთვე, ის არის ბრიტანეთის Company House-ის საკუთრება და „ნათლის მხედარზე“ თავდასხმა ამ უდიდეს ინსტიტუტზე თავდასხმაა. ამასთან, როგორც ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანსა და მის პრეზიდენტს, ჩვენც გვიცავს კანონი ცილისწამების შესახებ.   ამის გამო თქვენ რამდენიმე პიროვნების დისკრედიტაციისა და ცილისწამებისთვის მოგიწევთ პასუხისგება და, ალბათ, მაშინ მაინც იძულებულნი გახდებით, აღიაროთ, თუ ვისი დავალებით განახორციელეთ დანაშაულებრივი თავდასხმა „ნათლის მხედარზე“ .

ამ ბოლო დროს ბრიტანეთში, ევროპასა და ამერიკაში საკმაოდ მრავალი საქმე იქნა მოგებული სწორედ სოციალურ ქსელებში – „Facebook“-სა და „Twitter“-ში – ადამიანების ცილისწამებისთვის.

ყველა იმ პირს, რომელთაც გამოაქვეყნეს „ნათლის მხედრისა“ და მისი წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლური პოსტები, შევახსენებ, რომ თქვენი პოსტები უკვე დოკუმენტირებულია და, სამწუხაროდ, პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევით.

პარადოქსულია ის, რომ ბევრმა თქვენგანმა „ნათლის მხედარს“ ქაღალდზე არსებული ორგანიზაცია უწოდეთ. სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ არა, გაჩვენოთ, რა ძალა აქვს ამ ქაღალდს.

 

16 მაისი, 2011 წელი

12:00 სთ