აქტუალური
იენს სტოლტენბერგი - ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსა და უკრაინის რეფორმების მხარდაჭერას ნატო-სთან მეტი დაახლოების მიზნით

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.

აღნიშნულის შესახებ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ღირებულ პარტნიორებს – უკრაინასა და საქართველოს. გავაგრძელებთ მათი რეფორმების მხარდაჭერას, ნატო-სთან მეტი დაახლოების მიზნით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.