აქტუალური
სომხეთის საელჩო საქართველოში - მადლობა საქართველოს ხელისუფლებას სომეხი ტყვეების დაბრუნების საკითხში მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას საქართველოში სომხეთის საელჩო ეხმაურება და საქართველოს მთავრობას ძალისხმევისთვის მადლობას უხდის.

აღნიშნულის შესახებ საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა.

„მადლობა საქართველოს ხელისუფლებას სომეხი ტყვეების დაბრუნების საკითხში მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის“, – წერს საელჩო.

აზერბაიჯანმა 15 სომეხი სამხედროს გათავისუფლება სომხური მხარის მიერ 97 000 ნაღმზე ინფორმაციის გაცემის სანაცვლოდ გადაწყვიტა.