აქტუალური
დავით ბაქრაძე - ამერიკელი სენატორების ვიზიტი არის აშშ-ის მხრიდან საქართველოს ძალიან მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინება

 საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში, ეს არის აშშ-ის მხრიდან საქართველოს ძალიან მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ საქართველოში სენატორების ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რომლის წინაშეც საქართველო დგას. ამერიკელი სენატორები, შაჰინი და პორტმანი არიან მტკიცე მხარდამჭერები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის. ჩვენთვის დღესდღეობით, არსებული გამოწვევების ფონზე, რაც უკავშირდება რეგიონში გართულებულ ვითარებას, რაც უკავშირდება პოსტპანდემიურ ეკონომიკურ გაჯანსაღებას, ამ თვალსაზრისით მათი მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, გათვალისწინებით იმ ფაქტისა, რომ აშშ-ის კონგრესში იწყება როგორც აპროპრეაციის, ასევე თავდაცვის ავტორიზაციის აქტების განხილვა და ამ თვალსაზრისით მათთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს უმაღლესი ხელისუფლებისგან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით კონგრესის დელეგაცია ეწვია.