აქტუალური
2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. 2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 109.8 მლნ. აშშ დოლარით ჩინეთი იკავებს, მეორე ადგილზეა რუსეთი – 109.5 მლნ. აშშ დოლარით და მესამეზე აზერბაიჯანი – 104.6 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 343.3 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 220.4 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 182.8 მლნ. აშშ დოლარით. საქსტატის ცნობით, 2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 72.2 პროცენტი შეადგინა.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი – 419.0 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 329.8 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 292.6 მლნ. აშშ დოლარით.