საზოგადოება
აშშ-ის სახდეპის ევროპისა და ევრაზიის ბიურო - ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც ორივეს, მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო აღნიშნავს, ეს არის საქართველოს წინ წასაყვანად ერთადერთი გზა.

„ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც ორივეს, მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული. ეს არის საქართველოს წინ წასაყვანად ერთადერთი გზა. ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორად დახასიათება იმედგაცრუებას იწვევს“, – წერს ბიურო „ტვიტერში“.