უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენზე - რა უნდა ვუპასუხო? მე მას ვეტყოდი: ჯანმრთელობას გისურვებთ!

 საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდნეის მიერ მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

„რაც შეეხება ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებას, რა უნდა ვუპასუხო მას? მე მას ვეტყოდი: ჯანმრთელობას გისურვებთ! მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ, ირონიისა და ხუმრობის გარეშე!“ - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ბავშვობაში, როდესაც ბავშვები ეზოში კამათობდნენ, ერთმანეთს შემდეგი ფრაზით მიმართავდნენ : „ვინც იძახის იძახის, თავის თავზე იძახის!“

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის „საფასურს გადაიხდის“. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია, ბაიდენმა უპასუხა : „დიახ.“ აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

interpressnews.ge