სამართალი
ვიოლა ფონ კრამონი - მიხეილ სააკაშვილს აქვს არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილს აქვს არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარზე საპასუხოდ, ვიოლა ფონ კრამონმა განმარტა, რატომ განაცხადა ევროპარლამენტში გამოსვლისას, რომ მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა სამომავლოდ უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური ჩარევა.

„ყოველ ჯერზე, როდესაც სააკაშვილი რამეს იტყვის, ქვეყანა უფრო ღრმა გაუგებრობაში ეფლობა. არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა. სწორედ ამიტომ ვახსენე ისინი ერთ წინადადებაში“, – დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერში“.